|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შოთა მურღულიამ მამა სამსახურიდან გაათავისუფლა

ქუთაისის მერის მამამ ლევან მურღულიამ სამსახური დატოვა. როგორც მერიაში განმარტავენ, მერის მამამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა და სხვა სამსახურში გადავიდა. ლევან მურღულიას გათავისუფლების განცხადებაზე ხელი შოთა მურღულიამ მოაწერა.

თვითმმართველობაში ფაქტს საჯარო სამსახურში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ  მერიის მისამართით გამოთქმულ შენიშვნას არ უკავშირებენ.

ფაქტზე შოთა მურღულიამ რამდენჯერმე გააკეთა განცხადება და განმარტა, რომ ლევან მურღულია მერიაში წლების განმავლობაში, მის მერად არჩევამდე  მუშაობდა, მოგვიანებით კი თვითმმართველობაში ჩატარებული ატესტაცია გაიარა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა