|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"გადაწყვეტილება, დიდ წილად, მერიის ხარჯზე გადაივლის"-შოთა მურღულია

როგორც  ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ "ნიუპრესს" განუცხადა, ქალაქში ორშაბათს დაბრუნდება. მისი თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის მოძებნისათვის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. 

"გადაწყვეტილება, საერთო ჯამში, დიდ წილად მერიის ხარჯზე გადაივლის. განვიხილავთ სუბსიდირების თემას, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი სუბსიდირების შესაძლებლობებს. შესაძლოა, მოხდეს სოციალური ჯგუფების განსაკუთრებული სუფსიდირება.

მიმდინარეობს კონკრეტული გაანგარიშება, რა ფინანსები შეიძლება იყოს ამისათვის საჭირო", - განაცხადა ქალაქის მერმა.

შოთა მურღულია ამ დროისათვის გერმანიაში მივლინებით იმყოფება, ასევე გერმანიაშია მერის მოადგილე ნოდარ მიქიაშილი. ამ დროისათვის მერის მოვალეობას კოტე ქავთარაძე ასრულებს.

მერიაში გამართულ შეხვედრაზე მძღოლებს გადაწყვეტილების მისაღებად ათდღიანი ვადა სთხოვეს.

გადაწყვეტილება გაფიცვის შეწყვეტის შესახებ ჯერჯერობით მიღებული არაა.

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა