|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"არ არის კარგი ადგილი, თუმცა რესტორნის ეზოს ჯობია"

ქუთაისში 9 აპრილის მემორიალურ  ძეგლს ცენტრალურ ბულვარში  სავარაუდოდ,  დღის ბოლომდე გადაიტანენ.

 ძეგლის ავტორის,  რეზო რამიშვილის ვაჟის, შოთა რამიშვილის განცხადებით, ძეგლის გადატანის შესახებ თანხმობა ოჯახმა გასცა, თუმცა,  დიდად არც ცენტრალურ ბულვარში შერჩეული ადგილი მოსწონს.

"ძეგლის გადატანაზე  თანხმობა, რა თქმა უნდა, გავეცით, რადგან  რესტორნის ეზოში მონუმენტის დადგმა შეუსაბამოა. ამ დროისთვის მიმდინარეობს სამუშაოები და სავარაუდოდ, დღის ბოლომდე გადავიტანთ. რაც შეეხება ახალ ადგილს, მემორიალისთვის არ არის კარგი ადგილი, თუმცა რესტორნის ეზოს ჯობია",-განაცხადა  შოთა რამიშვილმა. 

მომუმენტი მოქანდაკე რეზო რამიშვილმა სპეციალურად 9 აპრილის გმირების ხსოვნის საპატივცემულოდ შექმნა.

ძეგლის გადატანა უკვე მეორედ ხდება, ამჯერად  მას ქალაქის ცენტრალურ ბულვარში, დები იშხნელების ძეგლის მოპირდაპირე მხარეს  განათავსებენ.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა