|
  • EUR 1 = GEL 3.3422
  • USD 1 = GEL 2.9841
|

შპს "ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა

შპს "ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.

აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში რეკომენდაციის შესრულების პირობებს გაეცნო.

საწარმოს დირექტორის მამია ბერიძის თქმით, საწარმო შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს და თანამშრომლებს ხელფასებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

ზვიად შალამბერიძემ კომპანიის დირექტორს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 000 ლარის გადარიცხვისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნესმენებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქმედი "ჯი თი ემ გრუპის" საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემის საკითხით დაინტერესდა.

მისი თქმით, არსებულ პირობებში, მნიშვნელოვანია, საწარმოებმა მუშაობა შეუფერხებლად განაგრძონ, ამასთან, აუცილებელია, მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აღდგეს თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა?

დროა - 75.36%
ჯერ ადრეა - 17.39%
მთავრობამ უკეთ იცის - 7.25%
სულ - 69 ხმა