|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა

შსს-მ  გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მიერ 2011 წლიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1979 წელს დაბადებული მანუჩარ მ. რუსთავში დააკავა.

სამართალდამცველებმა, მანუჩარ მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ა-კა-ეს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 5 მჭიდი და 165 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2011 წლის 6 მარტს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა 1984 წელს დაბადებული ვ. ბ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მანუჩარ მ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით).

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა