|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-ს სტატისტიკური მონაცემებით, დანაშაულის კლება შეინიშნება

შსს აგვისტოს თვის და იანვარ-აგვისტოს დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოს თვეში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულა  3402 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1463. დანაშაულის გახსნის პროცენტია 43%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -3.82%.

 "2015 წლის აგვისტოს თვეში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 2278 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 1293 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.76%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -5.28%. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ რეგისტრირებულ იქნა 23550 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 13307 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 56.51%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.55%. 2015 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში შსს ტერიტორიული დანაყოფების საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით რეგისტრირებულ იქნა 16619 დანაშაული, რომელთაგან გაიხსნა 11007 დანაშაული. დანაშაულის გახსნის პროცენტია 66.23%. ხოლო წინა წლის ანალოგიურ საანგარიშო პერიოდთან შედარებით დანაშაულის პროცენტული კლებაა -4.81%", - ნათქვამია კვლევაში. 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა