|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შუალედურ არჩევნებში, 15.00 საათისათვის ამომრჩევლის აქტივობამ 41 პროცენტი შეადგინა

ცესკოს ინფორმაციით, ვანისა და ხონის მაჟორიტარულ ოლქში 15:00 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 41.1% შეადგინა. 

 ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის არჩევნებზე სულ 19 789 ამომრჩეველი მივიდა. 

ვანისა და ხონის გაერთიანებულ ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი.

ხონის 29 საარჩევნო უბანში არჩევანი 9613–მა ამომრჩეველმა დააფიქსირა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 41,63 %–ია. ხონში 23 090 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

საოლქო კომისიის თვმჯდომარე განმარტავს, რომ ამ დროისთვის ოლქში საჩივარი არ შესულა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა