|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შვიდწლიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, გელათის მონასტერი კვლავ საფრთხეშია - გიგა შუშანია

შვიდწლიანი რეაბილიტაციის მიუხედავად, გელათის მონასტერი კვლავ საფრთხეშია - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატი გიგა შუშანია.

მისი თქმით, დაზიანებული სახურავის გამო მე-12 საუკუნის ფრესკები ზიანდება, ახლა კი სახურავის ნაწილს დროებით, თუნუქის ფირფიტებით ხურავენ, რაც პრობლემას მეტად გაამწვავებს.

გიგა შუშანიას თქმით, ის რაც ტაძარში ხდება, დანაშაულია, რადგან "ქართული ოცნების" ჩინოვნიკებმა მილიონობით ლარი მოიპარეს, რასაც ტაძარი ეწირება. შუშანია ყველა უწყებას დროული რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა