|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სიკვდილის შემდეგ რომ ვეღარ გნახავ, ამაზე როგორ არ დამწყდეს გული“

 "სიკვდილის შემდგეგ  რომ ვეღარ გნახავ, ამაზე როგორ არ დამწყდეს გული“-ქუთაისი რეზო ჭეიშვილის შემოქმედების მთავარი შთაგონების წყარო იყო. გარდაცვალებამდე ერთი დღით ადრე მწერლმა საკუთარი ქალაქის ქუჩებში გაისეირნა. რეზო ჭეიშვილს მძიმედ და ხანგრძლივად არ უავადმყოფია. "ჩემზე რომ ამბობენ, ცოცხალი კლასიკოსიაო, კაცო, კლასიკოსი მე მკვდარი გამიგია. 70 წელს კი გადავცდი, მაგრამ ცოცხალი ვარ. მაინც ვფიქრობ, რომ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ დრო არ გამიფლანგავს: არც ჩემი პროფესიისთვის გადამიყოლებია, არც ჩემი ცხოვრებისთვის. ფიზიკური მუშაობაც მიყვარს, მანქანაც, მოგზაურობაც და სუფრასთან ყოფნაც მიწევს, მაგრამ იქაც კი ახლობლებსა და პერსონაჟებზე ვფიქრობ“- ასე უპასუხა ერთ-ერთ ბეჭდურ გამოცემას მწერლამა. საკუთარ პერსონაჟებზე რომ უფრო მეტს ფიქრობდა ვიდრე საკუთარ თავზე ეს მის ნაწარმოებებში იგრძნობა კიდეც.  ალბათ, ცოტა მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაუძახია: „გივი, ჩვენ ვართ, გივი!..“, ან არ ჰყოლია "მეგობარი ნოდარი".

 მწერალმა ისურვა სივდილის შემდეგ მისი ნეშტი ქუთაისის მწერალთა პანთეონში დაეკრძალათ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა