|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკოლები იმერეთში, რომელთაც არც ერთი მოსწავლე ყავთ

საქართველოში ექვს სკოლას არც ერთი მოსწავლე არ ჰყავს, - დაბალკონტიგენტიანი სკოლების შესახებ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. 

ოფიციალური ინფორმაციით, ეს სკოლები ძირითადად მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, წყალტუბოს, ამბროლაურისა და ტყიბულის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს, სადაც „0 ბავშვი ირიცხება“.

იმერეთის მასშტაბით ასეთი ორი საჯარო სკოლაა. არცერთი ბავშვი ყავთ ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჯოლის საჯარო სკოლასა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მექვენას საჯარო სკოლას.

გარდა ამისა, ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოში მდებარეობს 4 სკოლა, სადაც მხოლოდ ერთი მოსწავლე ირიცხება.

მათ შორისაა, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჯოხეთის საჯარო სკოლა. 

ასევე, ჯამში 30 მოსწავლე და ნაკლები სწავლობს საქართველოს მასშტაბით 291 საჯარო სკოლაში.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა