სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება - შეფერხდება თუ არა სწავლის დაწყება ქუთაისში?
16 სექტემბერს ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად დაიწყება - ამის შესახებ "ნიუპრესს" ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, სკოლებში მიმდინარე სამუშაოები დროულად დასრულდება.
ქუთაისის მერიის ინფრასტრუქტურული სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის განცხადებით, შესაძლოა, ქალაქის რამდენიმე სკოლაში სპორტული დარბაზის მოწყობა ვერ მოესწროს, თუმცა ეს სწავლის დაწყების პროცესს ხელს არ შეუშლის.
მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე სკოლის ფასადის სამღებრო სამუშოები, რის ჩატარებასაც ძლიერი ქარი აფერხებს.
შეგახსენებთ, ქუთაისში სარეაბილიტაციო სამუშაოები 20-მდე სკოლას ჩაუტარდა, რისთვისაც 2 მილიონ ლარზე მეტი თანხა დაიხარჯა. სკოლებში საჭიროებების მიხედვით ხდება ფასადების, სახურავის, სპორტული დარბაზების, სველი წერტილების მოწესრიგება.
ავტორი: ირინა მაკარიძე