|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სკვერიჭამია ხელისუფლება"- საკრებულოს წევრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

 დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე, რომელიც თავიდანვე ხმაურით  დაიწყო, ოპოზიციამ მერია "მწვანე ზოლიდან დაწყებული ტროტუარებით დამთავრებული, ყველაფრის გაყიდვაში" დაადანაშაულა. 

 "ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის, დავით გოგისვანიძის თქმით,  ქალაქის ხელისუფლება ბევრს სკვერს ასხვისებს, პასუხად კი, რატომღაც წინა ხელისუფლების მიერ გასხვისებული სკვერების რაოდეობაზე მიუთითებს.

 „ეს არასწორი მიდგომაა, ყველა ხელისუფლებას შეიძლება ქონდეს რაღაც კარგიც და ცუდიც, თუ თქვენ უკეთესი ხართ, მოსახლეობას ასეთ პასუხს ნუ გასცემთ,  რომ წინა ხელისუფლებამაც გაყიდა სკვერები და ამ საკითხზე სერიოზულად იმსჯელეთ“, -განაცხადა დავით გოგისვანიძემ.

მას პასუხი გია ქობალიანმა გასცა, რომელიც სკვერების გასხვისების კანონიერების შემსწავლელ კომისიას ხელმძღვანელობდა. 

"სკვერიჭამია ხელისუფლების წარმომადგენლები ჭკუას ნუ გვარიგებენ, ყველაზე მეტი სკვერი თქვენი ხელისუფლების დროს გაიყიდა" - განაცხადა ქობალიანმა.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა კი  მას იმის გამო უსაყვედურეს, რომ აღნიშნული რიტორიკის მიუხედავად, კომისიამ კონკრეტული ვერაფერი გამოიძია.

 

 

ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო ჯგუფი ხმაურის ფონზე დაამტკიცა

საკრებულოს დროებითი ჯგუფი 200-მდე ობიექტის გასხვისების კანონიერებას შეისწავლის

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი