|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ სოციალური საცხოვრისის შესახებ სამხარაულის დასკვნის ნაწილი გამოაქვეყნა

ქუთაისის მერიამ სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებული დასკვნის მცირე ნაწილი გაასაჯაროვა. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ქუთაისის სოციალურ საცხოვრისში დაუცველია უსაფრთხოება, არასრულყოფილია დოკუმენტაცია, შეუსაბამო პროექტი და ცხოვრებისთვის საშიში პირობებია.
 
“ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე შენობა, რომელიც ადრე კავშირგაბმულობის საწარმოო ობიექტს წარმოადგენდა, საცხოვრებლის პირობებს არ აკმაყოფილებს. შენობაში დარღვეულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები, ობიექტზე დამონტაჟებული გაზქურების გამოყენება კი ოთახების განლაგების გამო სიცოცხლისთვის საფრთხისშემცელია“,- აღნიშნულია დასკვნაში.
 
მერიის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნის შესახებ ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ისაუბრა. „ლევან სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა ქუთაისში სოციალურ საცხოვრისთან დაკავშირებით უკვე მიღებულია. ჩვენ დღეს ამ დასკვნას ვასაჯაროვებთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც იცით, დასკვნა უკვე გადაგზავნილია საგამოძიებო უწყებაში და ველოდებით შედეგებს. სოციალურ საცხოვრისში არსებული პირობებით პრობლემების წარმოქმნისთანავე დავინტერესდით. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია ექსპერტიზა, რომელიც ზუსტ დასკვნას დადებდა. დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ ადგილზე ძალიან ბევრი დარღვევა და ხარვეზი გამოიკვეთა, რომლის დაუყოვნებლივ გამოსწორება უკვე მოვთხოვეთ სამუშაოების შემსრულებელ კომპანია ,,სანოს". ჩემი და ჩემი გუნდის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ აღნიშნულ საქმეზე მომხდარიყო ზუსტი დასკვნების დადება, რათა გვემოქმედა შესაბამისად“, -განაცხადა გიორგი ჭიღვარიამ.

 

შეგახსენებთ, დღეს სოციალური საცხოვრისსის ბინადრებმა აქცია გამართეს. მათ ვიცე მერი იუზა უგლავა შეხვდა. აქციის მონაწილეები, ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლები დასკვნის გასაჯაროებას ითხოვდნენ, თუმცა მერიაში განაცხადეს, რომ დასკვნის მისაღებად საჯარო ინფორმაციის ოფიციალურად გამოთხოვა იყო საჭირო.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა