|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრში ჭერის ჩამონგრევის შედეგად მოქალაქე დაშავდა

ოციალური  მომსახურების  სააგენტოს  იმერეთის  ცენტრში რამდენიმე დილის წინ შენობის ჭერი ჩამოინგრა, რა დროსაც  მოქალაქე დაშავდა. მან  დაზიანება თავის არეში მიიღო. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების ეკიპაჟი.

სოციალური  მომსახურების  სააგენტოს  იმერეთის  ცენტრის ხელმძღვანელის ნინო ჭიღლაძის განცხადებით, შემთხვევა შენობის  შესასვლელში მოხდა,   შეკიდული  ჭერის მცირე მასა  ჩამოიშალა,  რის შედეგად მოქამაქე მსუბუქად დაშავდა.

ფაქტს ადასტურებენ სასწრაფო  სამედიცინო დახმარების ცენტრში. მათი ინფორმაციით გამოძახება პარასკევს დილის საათებში ადგილზე  სასწრაფო  დახმარების  ბრიგადა  იქნა  გამოძახებული, მოქალაქეს  პირველადი  სახის  დახმარება  გაეწია.

 

 

ავტორი: ნიუპრესი