|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად შეგვიშვით?- ქუთაისის მერიაში საცხოვრისის ბინადრებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს [VIDEO]

სოციალური საცხოვრისის ბინადრებს ქუთაისის ვიცე მერი ხვდება. შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. 

 როგორც ერთ-ერთმა მოქალაქემ ვიცე მერს განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან.

"შედით ჩვენს მდგომარეობაში, რატომ ხართ ჩვენს მიმართ აგრესიული?"-განუცხადა საცხოვრისის ბინადარმა იუზა უგლავას. 

მეორე მოქალაქის თქმით, მათ საბინაო სამსახურის უფროსი აქციის გამართვის შემთხვევაში დაჭერით ემუქრებოდა.

"სად შეგვიშვით? გვეუბნებიან, უარეს მდგომარეობაში ხომ იყავითო,  კი ვიყავთ უარეს მდგომარეობაში, კი გვათოვდა, გვაწვიმდა, ჩხუბიც გვქონდა ოჯახში, რადგან თუ რაიმე გამაჩნდა ჩემი შვილის მდგომარეობის გამო გავყიდე"-განაცხადა მოქალაქემ.

საცხოვრისის ბინადრები ალტერნატიულ ფართში გადაყვანას მოითხოვენ.

შეხვედრას აქციის მონაწილეების მოთხოვნით საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია ესწრება.

 

 

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი