|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს"-ქუთაისში აქცია გაიმართა

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს" - ამ მოწოდებით ქუთაისში ჟურნალისტებმა აქცია გამართეს.  მედიის წარმომადგენლები კოლეგების მხარდასაჭერად ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ.

მათი თქმით, ხელმძღვანელობა კოლეგებს ასეთი ენით არ უნდა ესაუბრებოდეს.

"სოლიდარობა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს. ოცდამეერთე საუკუნეში ხელმძღვანელი ჟურნალისტებს შანტაჟის და ულტიმატუმის ენით არ უნდა ესაუბრებოდეს, როგორც ეს ხდება აჭარაში. ჩვენ მივუწოდებთ გიორგი კოხრეიძეს, შეიანრჩუნოს არხის დამოუკიდებლობა. ფუფუნებაა ასეთი თანამშრომლები და აუცილებლად უნდა გაუფრთხილდნენ მათ"-განაცხადეს ჟურნალისტებმა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად მრჩეველთა საბჭომ 2019 წლის 22 ნოემბერს გიორგი კოხრეიძე აირჩია, რის შემდეგაც ტელევიზიაში სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის პროცესი მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა