|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ააიპი 58 110 ლარის ცოცხს ყიდულობს

ქუთაისის მერიის ააიპ "სპეციალური სერვისები" 58 110 ლარის ცოცხს და ჯაგრისს ყიდულობს. ააიპის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 6 მარტს სრულდება.

ააიპის მოთხოვნით, ქუჩის დასაგველ ცოცხზე უნდა ვრცელდებოდეს 6 თვიანი გარანტია, ამ პერიოდში დაზიანების შემთხვევაში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დაზიანებული ცოცხის შეცვლა. მიმწოდებელს ასევე ევალება, ფასების ცხრილში მიუთითოს მწარმოებელი ქვეყნის და კომპანიის დასახელება.

ააიპი აღნიშნულ თანხაში ქუჩის დასაგველად 500 სინთეთიკურ ცოცხს, ასევე ოფისის 300 ცალ ცოცხს და აქანდაზს ყიდულობს. ტენდერი გამოცხადებულია  სხვადასხვა ზომის 330 სათლზე, 10 გრძელტარიან ჯაგრისსა და  ამდენივე უნიტაზის ჯაგრისის შესაძენად.

ააიპმა მსგავსი ტიპის სინთეტიკური ცოცხები გასულ წელსაც შეიძინა, იმ დროისთის ტენდერი   49250 ლარზე გამოცხადდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა