|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სრიალის დაზღვევა - მორიგი სიახლე თიბისი დაზღვევისგან [R]

საქართველოს მთის კურორტების  სეზონის გახსნისთვის, პირველად საქართველოში, თიბისი დაზღვევა მომხმარებელს  ახალ ინოვაციურ პროდუქტს - სრიალის დაზღვევას სთავაზობს. პროდუქტი გათვლილია, როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ დამსვენებლებზე. დაფართვის არეალი გუდაური და ბაკურიანია.

 

მსგავსი სადაზღვევო პროდუქტები, საკმაოდ გავრცელებულია მსოფლიოს იმ ქვეყნებში, სადაც განვითარებულია სამთო-სათხილამურო სპორტი და ტურიზმი.

 

სრიალის დაზღვევა, სამოყვარულო სრიალის დროს მიღებული ტრავმების დროს კომპენსაციის გაცემას ითვალისწინებს. დაზღვეული შემთქვევები სრულად იხილეთ ბმულზე - https://bit.ly/37aRpl2. დაზღვევის შეძენა მარტივად, Facebook messenger-ში, ბი ბოტის დახმარებითაა შესაძლებელი. პროდუქტის ღირებულება 1 დღე 3 ლარია.

არის შემთხვევები, როდესაც  სრიალის დროს დაშავებული ადამიანის სამედიცინო დაწესებულებამდე დროული გადაყვანა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის თიბისი დაზღვევა დაზღვეულებს ვერტმფრენით გადაყვანის სერვისს სთავაზობს.

 

სადაზღვევო შემთხვევის დადგომისთანავე დაუკავშირიდით თიბისი დაზღვევას ნომერზე - +995 32 2 42 11 11

ავტორი: ნიუპრესი