|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სროლა ქუთაისში - დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა

ქუთაისის ცენტრში სროლა მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მეეზოვესა და ადგილობრივ ბიზნესმენს შორის მოხდა. სროლას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

თვითმხილველების თქმით, გელა თოფურია საკუთარი სახლიდან გადიოდა, რა დროსაც მეეზოვის ნივთი დაზიანდა, სიტყვიერი დაპირისპირება მალე დასრულდა, თუმცა მეორე დღეს მეეზოვის ახლობლები ბიზნესმენთან მივიდნენ, რასაც კამათი და სავარაუდოდ, გასროლა მოყვა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია არ შესულა შინაგან საქმეთა სამინისტროში და მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა