|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მდინარე რიონი ხანძრის შედეგად ჩაღვრილი ზეთისაგან გაიწმინდა

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით,  ჰიდროელექტროსადგურ ,,გუმათი 2“-ზე ხანძრის შემდეგ, სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გარემოს დაცვის სამსახურის ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა გარმოს დაბინძურების აღკვეთა. დროულად მოხდა შსს-ს საგანგებო სიტუაცების მართვის სააგენტოს სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოს და იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს ადგილზე გამოძახება და პირველადი, გადაუდებელი ღონისძიებების ჩატარება, ასევე, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოების დაწყება.

 

სს ,,ენერო-პრო ჯორჯია გენერაციის“ გარემოს დაცვის სამსახურის მონაცემებით, ხანძრის შედეგად წყალში და ნიადაგში ჯამში მოხდა არაუმეტეს 5,5 ტონა ზეთის ჩაღვრა. ტრანსფორმატორის დაღვრილი ზეთის რაოდენობის დადგენის მიზნით, ოპერატიულად მოხდა დამწვარი ზეთის რაიოდენობის გამოთვლა ხანძრის ფიზიკო-ქიმიური საფუძვლების გათვალისწინებით და ტრანსფორმატორის ზეთის წვის პარამეტრებზე დაყრდნობით.

 

სამივე სამსახურის ეფექტური მუშაობის შედეგად, უკვე მოხერხდა მდინარე რიონის  ჩაღვრილი ზეთისგან გაწმენდა. იმისათვის რომ წყალში კიდევ უფრო მეტი რაოდენობის ზეთი არ ჩაღვრილიყო,  დროულად მოხდა ქვესადგურზე სანიაღვრე წყლების არხების განმხოლოება.  ამ ეტაპზე მიდინარეობს ნიადაგის კვლევა დაბინძურების ხარისხის დადგენის მიზნით და გაწმენდა-აღდგენის სამუშაოები. უნდა აღინიშნოს, რომ ნიადაგის დაბინძურება მოხდა მხოლოდ კომპანიის მფლობელობაში არსებული, დამწვარი ძალოვანი ტრანსფორმატორის მიმდებარე ტრიტორიაზე.

 

გარემოს დაბინძურების ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის სამუშაოები მიმდინარეობდა და ახლაც მიმდინარეობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით,  რაც უზრუნველყოფს დაბინძურებული ტერიტორიის გაწმენდას, მიღებული შედეგების მდგრადობას   და ეკოსისტემების დაცულობას.

 

ავტორი: ნიუპრესი