|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთის "პირველი არხის" დირექტორმა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა

რუსეთის "პირველი არხის" გენერალურმა დირექტორმა კონსტანტინ ერნსტმა ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა. ინფორმაციას რუსული newsstreet.ru ავრცელებს. თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.

newsstreet.ru-ს ინფორმაციით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის ერთ-ერთი წარმომადგენლის თქმით, რომლის ვინაობაც არ სახელდება, კონსტანტინ ერნსტს 30 აპრილს ხანგრძლივი სატელეფონო საუბარი ჰქონდა ვლადიმერ პუტინთან, რის შემდეგაც სახლში მისულმა თვითმკვლელობა სცადა.

ამასთან, newsstreet.ru-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის კონსტანტინ ერნსტი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით ჰოსპიტალიზირებულია. "პირველი არხის" თანამშრომლები და კლინიკის ექიმები უარს ამბობენ კომენტარზე. 

მომზადებულია newsstreet.ru-ს მიხედვით.

წყარო: http://www.ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი