|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იერუსალიმის მიწისქვეშეთში დავითის ქალაქის ნანგრევები იპოვეს

ისრაელში ამ დღეებში  მნიშვნელოვან არქეოლოგიურ აღმოჩენაზე მსჯელობდნენ. ებრაელმა არქეოლოგმა ელი შუკრონმა გათხრების დროს აღმოაჩინა კედელი, რომელიც აგებული იყო 5 ტონიან ქვებით და  3800 წლით თარიღდებოდა.აღნიშნული კედელი არქეოლოგის მტკიცებთ, ბიბლიური დავითის ქალაქს ეკუთვნოდა. თუმცა ამ აღმოჩენას ბევრი არ ეთანხმება და არქეოლოგს ადანაშაულებს იმაში, რომ იგი უმეტესწილად ბიბლიით ხელძმღვანელობდა ვიდრე მეცნიერებით, წერს La Stampa.

კედელი აგებულია ქვებით, რომლის სიგანე 6 მეტრია წონა კი 5 ტონა. ხოლო ასაკი 3800 წელი. აღნიშნული აღმოჩენა იერუსალიმის წიაღში განახორციელა არქეოლოგმა ელი შუკრონმა. მისი თქმით ეს დავითის ქალაქის ნანგრევებია. ამ სიახლემ ფურორი მოახდინა, რადგან ეს ყველაზე დიდი კედელია, რომელიც ამ ზონაშია განთავსებული.

შუკრონის მტკიცებით, რომელიც დავითის ქალაქის ძიებით 1995 წლიდანაა დაკავებული, კედელი დავითის ქალაქის არსებობის საკითხში გადამწყვეტი მტკიცებულებაა. ეს გრანდიოზული კედელი აგებული იყო იევუსიების მიერ (ებრაელების წინა დასახლება იუდეაში). მდინარე გიზონის დასაცავად. რომელიც მთელ ქალაქს ამარაგებდა წყლით. 800 წლის შემდეგ დავითმა დაიპყრო ქალაქი და დაეპატრონა მდინარეს." ჩვენ აღმოვჩნდით არქეოლოგიური აღმოჩენების პირისპირ, რომელიც სიტყვა-სიტყვით ემთხვევა იმას, რაც ბიბლიაში წერია", - აღნიშნავს არქეოლოგი. კედლის ახლოს იპოვეს კერამიკა, რომლის ასაკიც ზუსტად 3800 წლით განისაზღვრება.

რონი რეიხი, რომელიც შუკრონთან ერთად ნანგრევებზე მუშაობდა  2008 წლამდე, უარყოფს მთელ თეორიას, რომლის მიხედვით კერამიკა დავითის მმართველობის პერიოდს ემთხვევა და არა იევუსეებისას. იგი  შუკრონს ადანაშულებს, რომ მეცნიერი არქეოლოგიურ საქმიანობას ეწევა ბიბლიით და დაშნით ხელში და არა მეცნიერული თეორიებით. რეიხის მტკიცებით შუკრონის მცდელობა ნაციონალური თეორიების გამართლებაა,რომელთაც სინამდვილეში არანაირი საფუძველი არ გააჩნიათ.

კამათი მათ შორის მაშინ დაიწყო, როდესაც  დავითის ქალქის ნანგრევებზე მუშაობა აღმოსავლეთ იერუსალიმში  არაბული დასახლების ცენტრში გაგრძელდა. რეიხის მტკიცებით, ეს სამუშაოები აიძულებდა მცხოვრებლებს ეყურებინათ იმ დაჟინებული მცდლობისთვის, რაც ქალაქის "იუდაიზაციას" გულისხმობდა, წერს La Stampa.

წყარო:La Stampa.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა