|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი და კახა ბენდუქიძე უკრაინის ახალი პრეზიდენტის მრჩევლები იქნებიან

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ეკონომიკის ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, შესაძლოა, უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის პიოტრ პოროშენკოს გუნდში, მისი მრჩევლების სტატუსით მოხვდნენ.

„Russia Today“-ს ცნობით, ამის შესახებ პარტია „უდარის“ ლიდერმა და კიევის ახლადარჩეულმა მერმა ვიტალი კლიჩკომ, ადგილობრივი ტელეარხის ეთერში განაცხადა.

„საქართველო ჩვენთვის მაგალითია. მე ამის შესახებ ბევრ ადამიანს ვესაუბრე. ვესაუბრე მიხეილ სააკაშვილსაც და მან თავის მხრივ დახმარება შემომთავაზა. ამასთან, ვესაუბრე კახა ბენდუქიძესაც და დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ამის საჭიროება დადგა, თითოეული მათგანი დაგვეხმარება“,-განაცხადა კლიჩკომ.

ცნობისთვის, ეგზიტპოლების თანახმად, 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებში პიოტრ პოროშენკო ლიდერობს, კიევის მერის პოსტის დასაკავებლად კი ყველაზე მეტი ხმა ამ დროის მონაცემებით ვიტალი კლიჩკოს აქვს.


წყარო: frontnews.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა