|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

7 გამოგონება, რომელიც იმდენად სრულყოფილია, რომ გაუმჯობესება არ დაჭირვებია

არსებობს გამოგონებები, რომელთა აღმოჩენის შემდეგ ასწლეული გავიდა, თუმცა მათი დახვეწა საჭირო არ გამხდარა. წარმოგიდგენთ ამ გამოგონებებს:

1. მავთულხლართი

მე-19 საუკუნეში ოკლაჰომაში თითქმის შეუძლებელი იყო საქონლის შემაკავებელი ღობის დამზადება. ამ მხარეში ხომ ტყის მასივის რაოდენობა მცირეა, შესაბამისად ფერმერები ვერ ახერხებდნენ ღობის გაკეთებას. ამიტომ, ოთხმა ადგილობრივმა, 1870-იანი წლების ბოლოს მოიგონეს მავთულხლართის დიზაინი. გამოგონება დაპატენტდა და ამ დრომდე სახეშეუცვლელად გამოდის.

2. ბუშტუკებიანი შესაფუთი ცელოფანი

1950-იანი წლების ბოლოს დიზაინერებს ალფრედ ფილდინგს და მარკ ჩავანესუს გაუჩნდათ იდეა, რომ კოსმოსურ თემაზე შეექმნათ შპალერის დიზაინი, რომელიც ხელშესახები და მოცულობითი იქნებოდა. თუმცა, მსგავსი ტექსტურის შპალერი მოდური ვერ გახდა, ამიტომ ინოვატორებმა გადაწყვიტეს გამოგონებისთვის ფუნქცია შეეცვალათ. მათ იდეა 1964 წელს დააპატენტეს და ამგვარად bubble wrap გახდა იდეალური საშუალება ძვირადღირებული ნივთების შესაფუთად და მათი დაზიანების თავიდან ასაცილებლად.  ამგვარმა შეფუთვამ თავისი პრაქტიკულობისა და სიიაფის გამო, ფართო გამოყენება ჰპოვა.

3. სარწეველა სავარძელი

ამგვარი მოსასვენებელი სკამი არც ისე ძველია, როგორც თქვენ გგონიათ. ეს სარწეველა სკამები აშშ-ში მე-18 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

4. სამაგრი (სკრეპი)

მე-19 საუკუნის ბოლოს საპატენტო 

უწყებებში ბევრი წინადადება იყო შესული სხვადასხვა ფორმის (ფრთების, სამკუთხედის)  სამაგრების თაობაზე - არ დაპატენტებულა მხოლოდ ერთი ფორმა, ის რომელმაც შემდგომში ყველაზე მეტი პოპულარობა მოიპოვა თავისი პრაქტიკულობის გამო.

5. ჩაიდანი

არქეოლოგები მიიჩნევენ, რომ ჩაიდანი ჩინეთში იუანის დინასტიის (დაიწყო 1279 წელს) დროს გამოიგონეს. სავარაუდოდ, პირველი ჩაიდანი თიხისგან იყო გაკეთებული და დროთა განმავლობაში მან სახე იცვალა. ასევე, ვარაუდობენ, რომ თავდაპირველად ის გათვლილი იყო ერთ პორციაზე...

6. ბუზის საკლავი

ეს პრიმიტიული და პრაქტიკული გამოგონება, ალბათ, ყველა სახლშია. გამოგონება 1900 წელს რობერტ მონტგომერმა დააპატენტა. ეს ადამიანი იყო კანზასში მომუშავე მედიკოსი, ის პოპულარიზაციას უწევდა მწერების მოკვლის ყველა მეთოდს, რათა თავიდან აეცილებინა დაავადებები.

7. სათაგური

1894 წელს უილიამ ჰუკერმა სათაგური გამოიგონა. ხოლო 1903 წელს ჯონ მასტმა კონსტრუქცია გააუმჯობესა და ის დღემდე ამ სახით გამოიყენება.

ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა