|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შედეგებს პანდა გამოიცნობს

ჩინეთში უკვე აირჩიეს ცხოველი, რომელიც ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების შედეგების პროგოზირებას გააკეთებს. მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში 12 ივნისს ბრაზილიაში გაიხსნება.

პანდები - ეს საყვარელი დათვები ცხოვრობენ გიგანტური პანდების კვლევისა და გამრავლების ცენტრში, რომელიც დასავლეთ ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მდებარეობს.

მატჩების შედეგებს ისინი საჭმლით სავსე სამი კალათის საშუალებით გამოიცნობენ. კალათები აღნიშნავენ - წაგებას, მოგებასა და ფრეს.

პანდების საყვარელი ნუკბარით სავსე კალათებს თანამშრომლები ხეებზე დაკიდებენ, ხოლო ჩემპიონატის დროს, ცენტრის თანამშრომლების იდეის მიხედვით, შავთეთრი დათვი ავა ხეზე , სადაც მიმაგრებული იქნება, იმ ქვეყნის დროშები, რომლის გუნდიც თამაშობს კონკრეტულ მატჩში და გამოავლენს გამარჯვებულს. .

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფეხბურთის მატჩების შედეგების ყველაზე პოპულარული „წინასწარმეტყველი“, გერმანელი რვაფეხა პაული იყო, რომელიც ქალაქ ობერჰაუზენის აკვარიუმ "ზეელაიფში" რამდენიმე წლის წინ მოკვდა. მან 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, გერმანიის ნაკრების მიერ ჩატარებული ყველა მატჩის შედეგი წინასწარ გამოიცნო. 

პაულის წინასწარმეტყველება შემდეგ პრინციპში მდგომარეობდა, მატჩის წინ მას საკვებით სავსე ორ ყუთს უდებდნენ, რომელზედაც მოწინააღმდეგე გუნდების ქვეყნების დროშები იყო გამოხატული. რომელი ყუთიდანაც პაული მიდიებს მიირთმევდა, შემდეგში სწორედ იმ ქვეყნის ნაკრები იმარჯვებდა.

ntv.ru

"info9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა