|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სად და რას ჰპირდებიან პარტიები მოქალაქეებს?

4 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლის პარტიების მიერ მოსახლეობათან გამარული შეხვედრებით სამი პოლიტიკური ძალა ლიდერობს, მათ შორის პირველ ადგილზე 68 შეხვედრით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. თუმცა სამივე მათგანისთვის შეხვედრების რაოდენობის მიხედვით პრიორიტეტული რეგიონი კახეთია.

საქართველოს სხვადასხვა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში პოლიტიკური პარტიები, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები მხრიდან მოქალაქეებთან  გამართულ  შეხვედრებს 4 მაისიდნა 4 ივნისი ჩათვლით

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო

საზოგადოება“ აკვირდებოდა. ორგანიზაციამ მეორე შუალედური ანგარიში 15 ივნისს გამოქვეყნა.

“სამართლიანი არჩევნები” წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს საქართველოს 73 საარჩევნო ოლქში ახორციელებს. ანგარიშში მოყვანილია მეორე სადამკვირვებლო პერიოდის, ანუ 2012 წლის 4 მაისიდან 4 ივნისამდე ფაქტები, აგრეთვე ის მოვლენები, რომელთა განვითარება 4 მაისამდე დაიწყო, მაგრამ მონიტორიგნის პერიოდშიც მიმდინარეობდა.

„მიუხედავად იმის, რომ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ოფიციალური წინსაარჩევნო კამპანია არ დაუწყია, ადგილობრივ თვითმმართველობებში ხშირია შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე უმრავლეს შემთხვევაში გაჟღერებულია წინასაარჩევნო ხასიათის დაპირებები. აღნიშნული ტენდენცია უფრო ნათლა გამოივეთა მეორე საანგარიშო პერიოდში,“ – ნათქამია ანგარიშში.

„სამართლიან არჩევნებში“ აღნიშნავენ, რომ მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკური თანამდებების პირები, რომლებიც აღიქმებიან, როგორც მმართველი პარტიის წარმომადგენლები. ჩვენთვის, როგორც დამკვირვებელი ორგანიზაციისთვის თითქმის შეუძლებელია მიჯნის გავლება ხელისუფლებისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობას შორის. გამომდინარე აქედან, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მოსახლეობასთან გამართული შეხვედრები, რომელიც წინასაარჩევნო კამპანიის ხასიათს ატარებს, ანგარიშში გადმოცემულია, როგორც „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ შეხვედრა მოსახლეობათა,“– აღნიშნულია ანგრიშში.

ანგარიშის მიხედვით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, მოსახლეობასთან შეხვედრების კუთხით, „ერთანი ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა პოლიტიკური გაერთიანება „ახალი მემარჯვენეები“ და კოალიცია „ქართული ოცნება“.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 4 მაისი - 4 ივნისის განამვლობში 68 შეხვედრა გამართა, აქედან, ყველაზე მეტი (26 შეხვედრა)შეხვედრა  კახეთში გაიმართა, შემდეგ კი იმერეთში (9 შეხვედრა).

"ნაციონალური მოძრაობის" მიერ მოქალაქეებისთვის გაცემული დაპირებები ასე გამოიყურება: ინფრასტრუქტურის განვითარება რეგიონებში; სოციალური პრობლემების მოგვარება; გაზიფიცირების პრობლემის გადაჭრა და დასაქმების პრობლემის მოგვარება.

"საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თვითმმართველ ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობის პირები, მათ შორის პრეზიდენტი - მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე - დავით ბაქრაძე, შესაბამისი რეგიონის გუბერნატორები, ქალაქის მერები/მუნიციპალიტეტის გამგებლები დაერთიანი ნაციონალური მოძრაობისადგილობრივი ოფისის ხელმძღვანელები ატიურად ხვდებოდნენ მოქალაქეებს და მათი პრობლემებით ინტერესდებოდნენ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრების უმეტესობა დახურული იყო და მათზე დასწრების უფლება მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ პირებს შეეძლოთ. ამ საკითხთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობააღნიშნავს, რომ ეს არის შიდაპარტიული ხასიათის შეხვედრა და დასწრების შეზღუდვაც ამ გარემოებითაა გამოწვეული,“ – აღნიშნული „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

ორგანიზაციის დაკვირვების მიხედვით, მოქალაქეეთან შეხვედრების რაოდენობის მხრივ მეორე ადგილზეა პოლიტიკური გაერთიანება - ახალი მემარჯვენეები.  ახალმა მემარჯვენეებმა“ 4 მაისიდან - 4 ივნისის განამვლობში გამართა 51 საჯარო შეხვედრა, აქედან ყველაზე მეტი კახეთში (29 შეხვედრა), შემდეგ კი სამეგრელოში (14 შეხვედრა).

მათ მიერ გაიცამ შემდეგი დაპირებები: სოფლისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის 300% გაზრდა; დაზღვევის საყოველთაო ხელმისაწვდომობა სოფლად მცხოვრები მოქალაქეებისათვის; სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ხელმისაწვდომობა; საწვავის და შხამქიმიკატების გაიაფება; „სასოფლო ბანკი“-ის შექმნა გლეხებისათვის და სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ტექნიკისა და პესტიციდების შეღავათიან პირობებში მიღება; სასმელი წყლის მიწოდების გაუმჯობესება და ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობა ყველა მოქალაქისათვის.

აქტიურობის მხრივ მესამე პოზიციაზეა კოალიცია - ,,ქართული ოცნება’“. ქართულმა ოცნებამ“ 4 მაისი - 4 ივნისის განამვლობში გამართა 47 საჯარო შეხვედრა, აქედან: ყველაზე მეტი შეხვედრა (სხვა პარტიების მსგავსად) გაიმართა კახეთში (15 შეხვედრა), შემდეგ კი შიდა ქართლში (12 შეხვედრა).

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა მიერ გაცემული იქნა შემდეგი დაპირებები: სახელფასო განაკვეთების გაზრდა პედაგოგებისათვის; საქართველოს ყველა მოქალაქის დაზღვევა, რომელიც აანაზღაურებს ყველა სახის ოპერაციას; სოფლის მეურნეობის გაუმჯობესება;  ყველა მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის ცენტრების გახსნა;  მილიარდიანი ფონდის შექმნა, რომელიც მხოლოდ სოფლის მეურნეობას და ინფრასტრუქტურის გამართვას მოხმარდება და უპროცენტო კრედიტის მიღების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ერთთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ასევე, გამოიკვეთა ძირითადი ტენდენციები, რომელიც ხელს უშლის თანაბარი პოლიტიკური გარემოს შექმნას და ქმნის არახელსაყრელ პირობებს პოლიტიკური უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით. ძირითადი დაღვევები, რომლებიც განსაკუთრებით ყურადსაღებია, არის პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლის გახშირებული ფაქტები. ეს ქმედებები გამოიხატება - სამსახურიდან გათავისუფლების, მუქარის, დარბევის, ფიზიკური ძალადობის და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შემთხვევები“ – ნათქვამია ანგარიშში.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, მონიტორინგის პერიოდში დაფიქსირდა სავარაუდოდ პოლიტიკური მოტივით სამსახურიდან გათავისუფლების 10, მუქარისა და ზეწოლის 9, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ანგარიშსწორების 2, ჟურნალისტების საქმიანობისათვის ხელის შეშლის 4, სადამკვირვებლო ორგანიზაციის საქმიანობის ხელის შეშლის 2, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების 6 შემთხვევა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მონიტორინგის პერიოდში გამოვლენილი ცალკეული ფაქტები, ორგანიზაციის მოსაზრებით, შეიცავენ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. „სამართლიანი არჩევნები“ იმედს იტოვებს, რომ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არ დარჩება რეაგირების გარეშე“, – აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება მორიგ (ივნისის თვის)  ანგარიშს ივლისის შუა რიცხვებში წარმოადგენს.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა