|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იური მეჩითოვი -დღეს საქართველოში დაუფარავად არსებობს არმენოფობია

"მინდა მოგიყვეთ ადამიანზე, რომელიც სულ სხვა სამყაროში  ცხოვრობდა სულ სხვა მისია ამოძრავებდა. სხვა ძალები მუშაობდნენ მის ბუნებაში. ის ძალები რასაც ხელოვნება ქვია,-" ამ სიტყვებით დაიწყო ფოტოგრაფმა იური მეჩითოვმა რეჟისორ სერგო ფარაჯანოვზე საუბარი. აღნიშნული საუბარი ქუთაისში ჩაის სახლ „ფოე ფოეში“ შედგა. სადაც სერგო ფარაჯანოვზე საუბრის გარდა იური მეჩითოვი წიგნის „სერგეი ფარაჯანოვი იური მეჩითოვის მოთხრობებსა და სურათებში და ფარაჯანოვთან დაკავშირებული ფოტოების პრეზენტაცია მოხდა.

იური მეჩითოვმა ფარაჯანოვზე საუბარი ბიოგრაფიული ცნობებით დაიწყო, შეეხო ფარაჯანოვის ბავშვობას, უკრაინაში გატარებულ პერიოდს და იმ გარდატეხას ,რომელიც მასში ფილმმა „დავიწყებული წინაპართა აჩრდილები“მოიტანა. მეჩინთოვის თქმით, სწორედ ამ ფილმით დაიბადა ფარაჯანოვი იმ გენიალურ ავტორად, როგორსაც მას მსოფლიო იცნობს.

მეჩითოვი შეეხო სერგო ფარაჯანოვის სომხეთში მოღვაწეობის პერიოდს, ციხეში გატარებულ წლებს და ციხის შემდგომ პერიოდს. რომელმაც ვერ დაჩრდილა და შეცვალა ის დიდი სიყვარული, რომელიც მას სილამაზის მიმართ ჰქონდა„ „სერგო ფარაჯანოვი იყო ადამიანი რომლისთვის მთავარი ცნება იყო სილამაზე გახლდათ. ამ ცნებისთვის შეეძლო გაეღო ყველაფერი. ციხეშიც იმიტომ გაატარა იმდენი წელი რომ იყო თავდადებული იმ მისთვის  ერთადერთი ღმერთისთვის, რომელიციყო სილამაზე“,- აღნიშნა მეჩითოვმა.

თუმცა მეჩითოვის თქმით, ფარაჯანოვისთვის გულის ტკენა მაინც მოახერხეს.  ეროვნული მოძრაობის გააქტიურების ეპოქაში ფარაჯანოვს მისი ეთნიკური წამრმომავლობა შეახსენეს და როგორც "არაქართველს"„შუშანიკის წამების“გადღება აუკრძალეს,დაუწუნეს „სურამის ციხე“ „არაქართული“ ელემეტების გამო.  განსაკუთრებით ქართველი ინტელიგენცია აქტიურობდა, აღნიშნა მეჩითოვმა.

მეჩითოვი შეეხო არმენოფობიის თემას  და აღნიშნული  ფობიის გაჩენის დროდ გასული საუკუნის დასაწყისი მიუთითა. ის პერიოდი რდესაც კაპიტალიზმი იკიდებნდა ფეხს საქართველოში სომხებმა შეძლეს ახალ დროებასთან შეგუება. ფულიანი ხალხი მომრავლდა და ეს ფულიანი ხალხი ძირითადად სომხები იყვნენ.  მდიდრებისა და ღარიბების სოციალური  დაპირისპირება გამოიწვია.მდიდარი სომეხთან ასოცირდა.შეიძლება ამან გააჩინა არმენოფობია.დღეს საქართველოში დაუფარავად არსებობს არმენოფობია. მაგრამ მაშინ თუკი ეს ბუნებრივი და ახსნადი იყო დღეს არის  არაბუნებრივი“, - აღნიშნა მეჩითოვმა.

პრეზენტაცია კითხვა=პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა