|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აღიმართება თუ არა საქართველოში პელეს ძეგლი

რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ, საქართველოში ლეგენდარული ფეხბურთელის, პელეს ძეგლი უნდა დაიდგას. ამავე წყაროების თანახმად მონუმენტი ერთდროულად 5 ფეხბურთელს, პელეს, მიხეილ მესხს, ანზორ კავაზაშვილს, გიორგი სიჭინავასა და სლავა მეტრეველს გააერთიანებს. ძეგლი 1965 წელს გადაღებული ფოტოს მიხედვით მზადდება, სადაც ეს ფეხბურთელები მორიგ ამხანაგურ შეხვედრაზე ერთად არიან გადაღებული.

Ambebi.ge ამ ინფორმაციის გადამოწმებას და დეტალების გარკვევას შეეცადა, თუმცა აღმოჩნდა, რომ არც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და არც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქმის კურსში არ არიან. არადა ძეგლის მაკეტი აშკარად არსებობს - რუსული 

ინტერნერნეტპორტალი აქვეყნებს სამი მოქანდაკის, მერაბ გაგლოევის, აკაკი მარშანიასა და თემურ ლომიძის ფოტოს, სადაც მონუმენტის პროექტიც ჩანს.

წყაროს მიხედვით, ძეგლი საქართველოში მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დაიდგას. თუმცა როგორც ფეხბურთის ფედერაციაში Ambebi.ge- განუცხადეს, ამის შესახებ ან მათი უწყება ან სპორტის სამინისტრო აუცილებლად უნდა ფლობდეს ინფორმაციას


წყარო: ambebi.ge


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა