|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

არნოლდ შვარცენეგერს რუსეთში ამერიკის ელჩობას თავაზობენ

საბჭოთა ლიდერის ნიკიტა ხრუშევის შვილთაშვილი წინადადებით გამოდის, რომ ამერიკელი მსახიობი და კალიფორნიის შტატის ყოფილი გუბერნატორი არნოლდ შვარცენეგერი აშშ-ს ელჩად დანიშნონ რუსეთში. ამ ინფორმაციას  საინფორმაციო სააგენტო APA აქვეყნებს, რომლის მასალებზე დაყრდნობით სტატია  Die Presse -მ მოამზადა.

გაზეთს მოაქვს არგუმენტები, რის საფუძველზეც ნინა ხრუშევა  იდეას ამაგრებს. მისი აზრით, შვარცენეგერი იმ ღირსებებით არის სავსე, რაც ასე ხიბლავს ვლადიმერ პუტინს. ამასთან ერთად პუტინს მოსწონს ვარსკვლავებთან ურთიერთობა და დაკავებულია სპორტით, შვარცენეგერი კი ცნობილია, როგორც სახელგანთქმული ბოდიბილდერი. მეორეს მხრივ, შვარცენეგერს საკმარისი ძალა აქვს კუნთებში, რომ შეაჩეროს რუსეთის ექსპანსიონისტური დინებები საქართველოსა და დნეპრისპირეთის მიმართულებით. ბოლოს კი პუტინიც და შვარცენეგერიც გერმანულად საუბრობენ და შეუძლიათ ილაპარაკონ სხვადასხვა თემებზე. მაგალითად, ქალებთან დაკავშირებით. რადგან ორივეს ადრე პრობლემები ჰქონდათ  ცოლისადმი ერთგულების კუთხით, აღნიშნავს Die Presse.


 წყარო: Die Presse

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა