|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბორმუთიდან ჩამოვედით, რათა დავამყაროთ მჭიდრო თანამშრომლობა" - ვიზიტი წერეთლის უნივერსიტეტში

ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბრიტანეთის ქალაქ ბორმუთის მერი, დოქტორი როდნი კუპერი უნივერსიტეტის რექტორს გიორგი ღავთაძეს შეხვდა. ბორმუთის მერის ვიზიტი  პირველია როგორც ქუთაისში, ასევე საქართველოში. ვიზიტის მიზანს ბორმუთისა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების დამეგობრება, ასევე საქართველოსთან მჭიდრო კულტურული და აკადემიური ურთიერთობების დამყარება წარმოადგენდა.

„ჩვენ ბორმუთიდან ჩამოვედით იმისთვის, რომ დავამყაროთ ერთანეთთან მჭიდრო თანამშრომლობა. ჩვენი სურვილია, რომ ქართველმა ახალგაზრდებმა მჭიდრო კავშირი დაამყარონ ბორმუთელ თანატოლებთან“, - აღნიშნა როდნი კუპერმა.

როდნი კუპერმა იმედი გამოთქვა ბრიტანელი და ქართველი სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედებაზე.  „იმედი გვაქვს, რომ იქნება გაცვლითი პროგრამები ბორმუთის უნივერსიტეტსა და საქართველოს ქალაქებში არსებულ უნივერსიტეტებს  შორის", - აღნიშნა როდნი კუპერმა.

ბორმუთის მერის ვიზიტს საქართველოში ორგანიზება საქართველოს დიპლომატიისა და პოლიტიკის აკადემიამ გაუწია.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა