|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მოდერნიზებული ბიბლიოთეკა - თანამედროვე გამოწვევებით - როგორ უნდა შეცვალონ ბიბლიოთეკარებმა მიდგომები

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ტრენინგი გაიმართა თემაზე ,,მოდერნიზებული ბიბლიოთეკა - თანამედროვე გამოწვევებით". ტრენინგში ქუთაისის საბიბლიოთეკო ქსელში მომუშავე ბიბლიოთეკარები იღებდნენ მონაწილეობას.

შეხვედრის მიზანს ქუთაისის საბიბლიოთეკო ქსელში მომუშავე ბიბლიოთეკარებისადმი გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.

მაისის ბოლოს ბიბლიოთეკართა 12 კაციანი ჯგუფი იმერეთისა და გურიის რეგიონებიდან სასწავლო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა. ისინი გაეცვნენ პოლონურ და ზოგადად, დასავლური საბიბლიოთეკო ქსელის მუშაობის თანამედროვე სტანდარტებს. „დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო როგორ შეცვალონ ბიბლიოთეკარებმა მიდგომები, შეიძინონ  თანამედროვე ხედვა  თავიანთი საქმიანობისადმი, რომ მივიღოთ უფრო მობილური და  მიმზიდველი ბიბლიოთეკები", - აღნიშნა ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სამეცნიუერო ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილემ რიტა წაქაძემ. 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა