|
  • EUR 1 = GEL 3.6356
  • USD 1 = GEL 3.0758
|

გადაცემა "აქცენტი": "რეპრესირებული ნარკოპოლიტიკა" - მოთხოვნები და არგუმენტები (Video)

გასულ კვირას ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებით ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ნარკოტიკული საშუალება კუსტარულად იყო დამზადებული. არსებული, არაოფიციალური სტატისტიკური მონაცეებით, ქუთაისში, ყოველ თვეში ზედოზირების 3 შემთხვევა ფიქსირდება. ბოლო თვის მანძილზე კი 2 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.

არის თუ არა მსუბუქი ნარკოტიკის, კერძოდ მარიხუანას დეკრიმინალიზაცია გამოსავალი? და რა მოთხოვნები და არგუმენტები აქვთ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ნარკოტიკების მომხმარებელთა არა დასჯას, არამედ, მკურნალობას მოითხოვენ.

არის თუ არა გამოსავალი საკანონმდებლო ცვლილებები? - აღნიშნულ თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები არიან: ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის გამგეობის თავმჯდომარე, კოკა ლაბარტყავა და არასამთავრობო ორგანიზაცია "რუბიკონი"-ს დირექტორი, ზაზა ქაჩხაძე

"არის უპრეცენდენტო სასჯელები ამ ადამიანების მიმართ. პოსტსაბჭოთა სივრცეშიც კი საქართველო ბოლო ქვეყანაა, სადაც სისხლის სამართლის პასუხიმგებლობით ისჯება ნარკოტიკების მოხმარება, ანუ დაავადება. მარწუხების შემოჭერით პრობლემა ვერ გადაიჭრება,"  - ნახეთ ვიდეო

ავტორი: თეა ზიბზიბაძე, თეკლე მორგოშია

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 44.78%
უარყოფითად - 47.76%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.46%
სულ - 67 ხმა