|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლეონარდო დი კაპრიო მილიონერის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა?

სავარაუდოდ, ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო საკმაოდ უსიამოვნო ამბავში გაეხვა.

ამბობენ, რომ "დიდი გეტსბის" ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიო მოდელ კეტი კლირის ქმრის თვითმკვლელობის მიზეზი გახდა. 
მილიონერმა ენდრიუ შტერნმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა ორი კვირის შემდეგ, რაც პრესაში მისი ცოლისა და ლეონარდო დი კაპრიოს ერთობლივი ფოტო გავრცელდა. ფოტოზე მსახიობი კეტის ყურში უჩურჩულებს.
შტერნმა სან-ფერნანდოს პოლიგონზე ყოფნისას შუბლში დაიხალა ტყვია.
ცნობილია, რომ 40 წლის ბიზნესმენი და მოდელი კეტი კლირი ამ დროს განქორწინების პროცესში იმყოფებოდნენ. პირად პრობლემებთან ერთად, ბიზნესმენს ფინანსური პრობლემებიც შეექმნა, რაც დეპრესიის მიზეზი გახდა. 
წყარო: marao.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა