|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბავშვებში უწიგნურების ერთ-ერთი მიზეზი იოდდეფიციტია

იოდის დეფიციტი მავნებლობის შესახებ ბევრს წერენ. ის, რომ იოდის ნაკლებობა ადამიანის ორგანიზმს დიდ ზიანს აყენებს და განსაკუთრებით ბავშვებშია საშიში, უკვე ყველამ იცის. აღნიშნულ საკითხებს ხშირად იკვლევენ მეცნიერები.
ტასმანიის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა მასშტაბური კვლევა ჩაატარეს და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ იოდდეფიციტი ბავშვის ინტელექტზე მოქმედებს. კვლევის შედეგების თანახმად, იმ ბავშვებს, რომელთა დედებსაც ორსულობის დროს იოდდეფიციტი ჰქონდათ, უფრო უჭირთ ახალი უნარების ათვისება, სწავლა და მართლწერაშიც პრობლემები აქვთ. თუმცაღა ისიც აღსანიშნავია, რომ ამავე ნივთიერების დაბალი დონე თურმე არ ახდენს გავლენას მათემატიკურ უნარებზე. 
მეცნიერები ამბობენ, რომ იოდის ნაკლებობა ნეგატიურად აისახება ემბრიონის სმენითი ორგანოების განვითარებაზე და შედეგად, ბავშვების სმენით ოპერატიულობაზე. 
მეცნიერები კიდევ ერთხელ აფრთხილებენ ორსულ ქალბატონებს, მთელი ორსულობის პერიოდში იოდის შემცველი საკვები დანამატები და შესაბამისი პრეპარატები მიიღონ, ხოლო მშობლებს - აკონტროლონ ბავშვები და არ გამოეპაროთ იოდდეფიციტი.

mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა