|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკანდალი საპატრიარქოში - რატომ გადაიდო ახალი ეპისკოპოსის კურთხევა?

წმინდა სინოდის ბოლო სხდომის განჩინებით, ახლად შექმნილი კახისა და ქურმუხის ეპარქიის წინამძღვრად აქრიმანდრიტი დემეტრე თეთრუაშვილი დადგინდა, თუმცა სასულიერო პირი ეპიკოპოსად ამ დრომდე არ უკურთხებიათ.

არსებული ინფორმაციით, აქრიმანდრიტ დემეტრეს კურთხევა სვეტიცხოველში დღეს უნდა მომხდარიყო, თუმცა კურთხევა გაურკვეველი მიზეზით აღარ შედეგა - საპატრიარქოში მიზეზს არ განმარტავენ. გავრცელებული ინფორმაციით, კი არქიმანდრიტის ეპისკოპოსობას ეკლესიის შიგნით არსებული ერთ-ერთი დაჯგუფება ეწინააღმდეგება. ამ დაჯგუფების წევრებზე ხმამაღლა არავის საუბრობს. თუმცა აცხადბენ რომ „მათ“ სასულიერო პირის სხვადასხვა საკითხებზე შეხედულებები არ მოსწონთ და ცდილობენ მის ეპისკოპოსად კურთხევას ხელი შეუშალონ. თუმცა „მათთვის“ სიტუაციას ართულებს ის, რომ სინოდის განჩინება უნდა აღსრულდეს. როგორ განვითარდება მოვლენები არქიმანდრიტ დემეტრეს ირგვლივ უცნობია, თუმცა ფაქტია რომ მასთან ერთად ეპიკოპოსებად გამორჩეული სასულიერო პირების კურთხევა უკვე შედგა - დაახლოებით ერთი კვირის წინ არქიმანდრიტი საბა ინწკირველი ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსად აკურთხეს, მანამდე კი არქიმანდრიტი დოსიფე ბოგვერაძე ჰოლანდია-ბელგიის ეპისკოპოსად და არქიმანდრიტი ლაზარე სამადბეგიშვილი გერმანია-ავსტრიის ეპარქიისთვის ეპისკოპოსად.
pirveliradio.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა