|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მაღალი ქოლესტერინი მემკვიდრეობითია

ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქოლესტერინის მაღალი დონე ადამიანს მემკვიდრეობით გადაეცემა. ამიტომ ბავშვი თავიდანვე უნდა დავიცვათ მოსალოდნელი შედეგისაგან.

მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ქოლესტერინის მაღალი მაჩვენებელი ადრეულ ასაკში, მნიშვნელოვნად ზრდის გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებების რისკს. გარდა ამისა, ორგანიზმში მაღალი ქოლესტერინი იწვევს სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირებას.

რისკის თავიდან ასაცილებლად, მეცნიერები და ექიმები გვირჩევენ, რომ ბავშვის კვების რაციონში ჩავრთოთ დიდი რაოდენობით ბოსტნეული და ხილი, ასევე შევამციროთ ცხოველური ცხიმების მოხმარება. აუცილებელია ფიზიკურ აქტივობას ბავშვი ადრეული ასაკიდან შევაჩვიოთ.

delate.info

"info9"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა