|
  • EUR 1 = GEL 3.6356
  • USD 1 = GEL 3.0758
|

"ოცნების" მხარდამჭერები ასახელებენ თანამდებობებს, სადაც უნდა დაასაქმონ" - დაანონსებული აქციები ქუთაისში

მოსალოდნელი რეორგანიზაცია და სტრუქტურული ცვლილებები - ქუთაისის ახალმა თითმმართველობამ  მუშაობა სწორედ ამ საკითხებით უნდა დაიწყოს. თუმცა, ვიდრე ქალაქის ახლადარჩეული მერი და ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატები კაბინეტებს ოფიციაურად დაიკავებენ, განსახორციელებელ რეორგანიზაციაზე საუბარს თავს არიდებენ.

სამაგიეროდ,  საკრებულოს გარეთ დარჩენილი ოპოზიციონერები სტრუქტურულ რეორგანიზაციის საგანგაშო შედეგებზე მიუთითებენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა ახალი თვითმმართველობა გარკვეული პერიოდის მანძილზე პარალიზებული აღმოჩნდეს.

როგორია გარედან დანახული ახალი თვითთმმართველობა? - უკვე  დაწყებული კრიტიკა და შეფასებები - ვინ რა უწუნებს ქუთაისის ახალი მოწვევის საკრებულოს? გარეთ დარჩენილი დეპუტატობის კანდიდატი და რა რჩევები და რეკომენდაციები აქვს ახლადარჩეული მერისა და საკრებულოს დეპუტატებისთვის- ამ და სხვა საკითხებით გადაცემის სტუმარია, პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი,  გოგი წულია. 

ავტორი: თეა ზიბზიბაძე, თეკლე მორგოშია

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 44.78%
უარყოფითად - 47.76%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.46%
სულ - 67 ხმა