|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სექსის აკრძალვა ეხმარება თუ არა გუნდებს მსოფლიო ჩემპიონატზე მოგებაში?

ოთხი გუნდი, რომელთაც საჯაროდ აეკრძალათ სექსი მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში რუსეთი, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ჩილე და მექსიკაა, თუმცა ამ აკრძალვამ არ გაამართლა. ოთხივე გუნდი გამოეთიშა ჩემპიონატს, აღნიშნავს Time-ის ჟურნალსიტი ელიანა დოქტერმანი.

თუმცა სამართლიანობა ითხოვს აღინიშნოს, რომ გამოვარდნენ ის გუნდებითც რომელთა მწვრთნელებიც არ უშლიდნენ სექსს მის ფეხბურთელებს.  მათ შორისაა ესპანეთი, ისლანდია, შვეიცარია და ინგლისი. გუნდების რეზულტატი, რომელთა მწვრთნელებს მეტი კრეატიული მიდგომები ჰქონდათ სექსთან, ასევე არაერთგვაროვანია.  მაგალითად ბრაზილია არ უშლის სექსს მის ფეხბურთელებს, თუმცა უკრძალავას აკრობატული პოზიციების გამოყენებას.  კოსტა- რიკამ აკრძალა სექსი ჯგუფურ ეტაპზე, თუმცა ნება დართო პლეი-იფში, ხოლო ფრანგებმა მთელი ღამით სექსი აკრძალეს.  ყველა ეს გუნდი ამ დრომდე თამაშობს.

სექსთან დაკავშირებით არსებული რიგი წესები, როგორც ჩანს გადამეტებულია. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ თითქოსდა სექსუალურ აქტს შეუძლია გადაღალოს და დაასუსტოს მოთამაშე ან მასზე ფსიქოლოგიური გავლენა მოახდინოს -  მითია, წერს იგივე ავტორი სხვა სტატიაში. კვლევებმა აჩვენეს, რომ ტესტოსტერონის დონე სექსის შემდეგ იმატებს. ხოლო სამ თვიანი თავშეკავება, რაც სპორტსმენებს არც თუ იშვიათად უწევთ, ტესტოსტერონის შემცველობას ბავშვის დონეზე ამცირებს. ამის თაობაზე ჟურნალ National Geographic-ში აკვილას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ემანუელ ა.ჯანინი მიუთითებს.

ფეხბურთელის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე კოიტუსის გავლენის  განსაზღვრა რთულია, თუმცა ექსპერტები თანხმდებიან, რომ სექსი პოზიტიურად მოქმედებს.თუკი სპორტსმენი  მეტისმეტად ნერვიულბს მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, სექსს შეუძლია განტვირთოს  და ყურადღება გადაატანინოს.იქამდე პელემაც აღიარა, რომ „არასდროს შეუკავებია ცოლთან  სექსიდან თავი თამაშის წინ, რადგან სექსი განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა", - აღნიშნავს  СNN

წყარო: Time

 

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა