|
  • EUR 1 = GEL 3.6356
  • USD 1 = GEL 3.0758
|

გადაცემა "აქცენტი": ტურისტული ინფრასტრუქტურა იმერეთში არსებული პრობლემებისა და მოთხოვნების ფონზე (Video)

ტურისტების შემცირებული რაოდენობა და უცვლელი პრობლემები, რომლებიც წლებია მოუგვარებელია  - გაუმართავი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი საპირფარეშოების, საინფორმაციო ნიშნებისა და  ცენტრების არარსებობა, რის გამოც, ქუთაისსა და იმერეთში ჩამოსულ ტურისტებს უცხო ქალაქში გზის გაკვლება და ადაპტირება ქუჩაში გამვლელთა იმედად უწევთ.
ამ ფონზე, მსოფლიო  ეკონომიკურმა ფორუმმა გამოაქვეყნა მონაცემები, რომლებზე დაყრდნობითაც საქართველო 15 ყველაზე უსაფრთხო და მეგობრულ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა.
როგორ აისახება აღნიშნული მაჩვენებელი ქუთაისსა და იმერეთზე, რა პირობები და შეთავაზებები აქვთ რეგიონში ჩამოსული ტურტისტებისთვის  და რა უნდა გაკეთდეს არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად? 

ტურისტული ინფრასტრუქტურა იმერეთში -  ეს არის დღევანდელი გადაცემის თემა და ამ თემაზე სასაუბროდ გადაცემის სტუმრები არიან:  ქუთაისის მერიის ეკონომიკური სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კოტე ჭარხალაშვილი და ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტირს ოპერატორი, ნინო თორთლაძე.  



ავტორი: თეა ზიბზიბაძე, თეკლე მორგოშია

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 44.78%
უარყოფითად - 47.76%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.46%
სულ - 67 ხმა