|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩიპსები და კარტოფილი ფრი მსოფლიოში ყველაზე მავნე საკვებად დასახელდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩიპსები და კარტოფილი ფრი მსოფლიოში ყველაზე მავნე საკვებად დაასახელა.
სამწუხაროდ, ჩვენს ირგვლივ უამრავი მშობელია, რომელიც ბავშვს ამ "ნუგბარზე" უარს არ ეუბნება, მეტიც, საკმაოდ ცნობილი სწრაფი კვების ობიექტები სავსეა პატარებით, რომლებსაც კარტოფილი ფრით უმასპინძლდებიან.
რა თქმა უნდა, თქვენი შვილის მენიუ მხოლოდ თქვენი არჩევანია, მაგრამ ზოგჯერ შეცდომა ინფორმაციის ნაკლებობითაც არის გამოწვეული. ამიტომ ვეცდებით, ამ პროდუქტების შესახებ მეტი გიამბოთ, შემდეგ კი თავად გადაწყვიტეთ, ღირს ბავშვისთვის მათი შეთავაზება თუ არა. 
მაშ ასე, ჩიპსებსა და კარტოფილ ფრიში პრაქტიკულად არაფერი ნატურალური და სასარგებლო არ არის. ეს მხოლოდ ცხიმებისა და ნახშირწყლების ერთობლიობაა, რომელსაც მარილი, საღებავები და გემოს გამაძლიერებელი ქიმიური საშუალებები ემატება. გარდა ამისა, ჩიპსი ხშირად მზადდება არა მთლიანი კარტოფილით, არამედ კარტოფილის ფხვნილით, რაც კიდევ ერთი მინუსია ამ პროდუქტისთვის. ჩიპსი ძალიან კალორიულია და ხელს უწყობს ჭარბწონიანობას. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ბავშვები, რადგან ეს პროდუქტი კალორიების მათ დღიურ ნორმას ბევრად აჭარბებს. 
ყველაფერთან ერთად, ჩიპსი და ფრი უხარისხო, მრავალჯერ გამოყენებულ ცხიმში იწვება და კანცეროგენულია, რაც სიმსივნის წარმოშობის მიზეზი შეიძლება გახდეს. მარილების დიდი რაოდენობა, რომელიც ჩიპსებთან ერთად ხვდება ბავშვის ორგანიზმში, ძვლების განვითარებას უშლის ხელს და ბევრ პათოლოგიასაც უწყობს ხელს, არღვევს ნივთიერებათა ცვლას. ხოლო საღებავებსა და არომატიზატორებს არაპროგნოზირებადი რეაქციების გამოწვევა შეუძლიათ.

mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა