|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„სატახტოთა თამაშის“ მეხუთე სეზონში 9 ახალი მსახიობი ითამაშებს

სერიალ „სატახტოთა თამაშის“ შემქმნელებმა სან დიეგოს ფესტივალზე Comic-Con ცხრა ახალი მსახიობის ვინაობა დაასახელეს, რომლებიც მეხუთე სეზონში გამოჩნდებიან.

ახალ მსახიობთა შორის არიან ალექსანდრე სიდიგი, რომელიც დორან მარტელის (გარდაცვლილი ობერინ მარტელის) ძმის როლს განასახიერებს. ტობი სებასტიანი მიწვეულია ტრისტან მარტელის როლის შესასრულებლად. დობი ოპარეი შეასრულებს არეო ხოტახის როლს. სერიალში ასევე შემოვლენ: ჯონათან პრაისი, ჯესიკა ჰენვიკი, როზაბელა ლაურენტი სელერსი,კიშა კასლ-ჰიუზი. სერიალის შემქმნელების ცნობით ჰელ ტაიგერ ფრი მირცელას როლს განასახიერებს, ხოლო ენცო ჩილენტი ეზანს ითამაშებს.

ეპიკური დრამა, რომელმაც სტარტი 2011 წელს ტელეარხ HBO-ზე აიღო მილიონ თაყვანისმცემელს ითვლის მთელ მსოფლიოში.

„სატახტოთა თამაში“ წელს პრესტიჟულ სატელევიზიო პრემიაზე Emmy 19 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის მთავარი კატეგორიის ჩათვლით, როგორც  „საუკეთესო დრამატული სერიალი“.

mail.ru

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა