|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სკანდალი საუდის არაბეთში: წამყვანმა სიცოცხლე გაწირა და ეთერში ჰიჯაბის გარეშე გამოვიდა

საუდის არაბეთის ერთ-ერთი ცენტრალური ტელეარხის ახალი ამბების წამყვანი , რომელიც როგორც მისი ქალი კოლეგები ყოველთვის ჰიჯაბით გამოდიოდა, ეთერში თავსაბურავის გარეშე გამოჩნდა. რამაც ქვეყანაში დიდი სკანდალი გამოიწვია.

საუდის არაბეთში ქალებისთვის მკაცრი დრესკოდი არსებობს. საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში ქალებს გრძელი კაბები უნდა ეცვათ, რომელიც ფიგურას მთლიანად დაუფარავთ, აუცილებელია ჰიჯაბის ტარება, რათა მათ სახე და თმები არ გამოუჩნდეთ. ტელევიზიის თანამშრომლები ხანდახან გამოდიან თავსაბურავების გარეშე, მაგრამ ახალი ამბების წამყვანებს ასეთი რამ ჯერ არ გაუბედავთ. საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენელმა სალეჰ ალ-მიგჰალიფმა, რომელიც რადიოსა და ტელევიზიას კურირებს განმარტა, რომ წამყვანის ამგვარი თავისუფლება გამოიწვია იმან, რომ იგი იმყოფებოდა საუდის არაბეთის საზღვრებს გარეთ, მისი თქმით, ის მუშაობდა ლონდონის სტუდიაში. 

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ახალი ამბების არხი, აღშფოთებულ მაყურებელთა საჩივრებით აივსო. ბოლო დროს საუდის არაბეთში, სულ უფრო და უფრო მწვავედ დგება საკითხი ქალთა უფლებების შესახებ. საუდის მეფე აბდულა ბინ აბდულ აზიზის ბრძანებით, მის სათათბირო ორგანოში 30 ქალი შევიდა - ეს უპრეცედენტო მოვლენაა სახელმწიფოსთვის სადაც იდეოლოგია ვაჰაბიზმია. არც ისე დიდი ხნის წინ, საუდის პრინცმა ალ ვალიდ ბინ თალალმა - მილიონერმა ბიზნესმენმა - თავის ოფისში მომუშავე ქალებს მისცა უფლება არ დაიფარონ სახე.

წყარო: info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა