|
  • EUR 1 = GEL 3.4593
  • USD 1 = GEL 3.0624
|

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია: ებოლას ეპიდემია საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხეა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ებოლას ვირუსის ეპიდემია, საერთაშორისო მნიშვნელობის საფრთხედ აღიარა.
"საგანგებო სიტუაციისთვის აუცილებელი ყველა შესაბამისი პირობები საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მიღწეულია," - აღნიშნულია ჟენევაში ჩატარებული სხდომის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ყველა ქვეყანამ, სადაც დაფიქსირებულია ებოლას ინფექციის შემთხვევა, უნდა შემოიღოს საგანგებო მდგომარეობა. ამავე დროს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ეპიდემიით დაზარალებულ ქვეყნებთან ყველა საერთაშორისო მიმოსვლის შეზღუდვის აუცილებლობა არ არსებობს. ებოლა ძალიან გადამდები ვირუსია და ვრცელდება სწრაფად. პირველად 1976 წელს აღმოჩენილი ებოლას ციებ-ცხელება, მისგან დასნებოვნებული ადამიანების 90%-ს კლავს. იგი ადამიანში იწვევს მძიმე ინტოსიკაციას, კანქვეშა და შინაგან სისხლჩაქცევებს, რომელსაც თან ახლავს ცხელება. ვირუსის რეზერვუარებად მოიაზრება მღრღნელები და ღამურები. ებოლას საწინააღმდეგო ვაქცინები და მკურნალობის კონკრეტული მეთოდები არ არსებობს. ძირითადად, ებოლას გავრცელების ადგილია დასავლეთ აფრიკის ქვეყნები. გვინეაში, სიერა-ლეონეში და ნიგერიაში ბოლო კვირების განმავლობაში დაიღუპა 932 ადამიანი. ხუთშაბათს, ლიბერიას მთავრობამ ქვეყანაში ყველა სკოლა დახურა და სასიკვდილო ვირუსის ებოლას გავრცელების საშიშროების გამო, რამდენიმე რეგიონში კარანტინი გამოაცხადა. 
წყარო: info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 56.82%
უარყოფითად - 38.64%
მიჭირს პასუხის გაცემა - 4.55%
სულ - 44 ხმა