|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საზიარო შვილები და ვალდებულება

ალი­მენ­ტის და­კის­რება, სა­­ლი­მენ­ტო თანხის გაზ­რდა ან შემ­ცი­რება - ამ­გვა­რია იმ საქ­მეების და­ვის არ­სი, რო­მელ­საც მარ­ტოხელა დე­დები ყოფი­ლი ქმრების წი­ნა­აღ­მდეგ აწარ­მოებენ. ან კი­დევ, სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლებით უკ­მაყოფი­ლო მა­მები ვერ­დიქტს ისევ სა­სა­მარ­თლო­ში ასა­ჩივ­რებენ.

2010 წელს ქუ­თა­­სის სა­­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­თა პა­ლა­ტამ სა­­ლი­მენ­ტო თანხის და­კის­რების მოთხოვ­ნით 45 საქ­მე გა­ნიხილა. სა­­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს სტა­ტის­ტი­კით, ამ­დე­ნი­ვეა გა­სუ­ლი წლის საქ­მეების მაჩ­ვე­ნებელიც. აპე­ლან­ტები ძი­რი­თად შემთხვე­ვა­ში დე­დები არი­ან, რომ­ლებიც მა­თი შვი­ლების მა­მების­გან შვი­ლების სრულ­წლო­ვა­ნების ასა­კამ­დე  ფი­ნან­სურ უზ­რუნ­ველყოფას ითხოვენ.

გა­სულ კვი­რას ქუ­თა­­სის სა­­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ რამ­დე­ნი­მე საქ­მე გა­ნიხილა, რო­მელ­თა და­ვის არ­სი ალი­მენ­ტის მოთხოვ­ნას შეეხებოდა.

სა­­პე­ლა­ცი­­ში გა­მარ­თულ ერთ-ერთ პრო­ცეს­ზე მო­ქა­ლა­ქე მზე­ვი­ნარ ჯაბნი­ძე თა­ვი­სი ორი ვაჟის სრულ­წლო­ვა­ნების ასა­კამ­დე მათ­თვის მა­მის, მა­მუ­კა გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის მხრი­დან 150 ლა­რის და­ნიშ­ვნას ითხოვ­და. ჯაბნი­ძეს ზეს­ტა­ფო­ნის რა­­­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ სარ­ჩე­ლი ნა­წი­ლობრივ და­უკ­მაყოფი­ლა და მა­მას შვი­ლების სა­სარ­გებლოდ 30-30 ლა­რის გა­დახდა და­­კის­რა.

ქუ­თა­­სის სა­­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში წარ­დგე­ნილ სა­­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვარ­ში მზე­ვი­ნარ ჯაბნი­ძემ პირ­ვე­ლი ინ­სტან­ცი­ის სა­სა­მარ­თლო­ში მოთხოვი­ლი  200 ლა­რი - 50 ლა­რით შე­ამ­ცი­რა. რო­გორც სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე გა­ირ­კვა, ყოფილ ცოლ-ქმარს არა­რე­გის­ტრი­რებულ ქორ­წი­ნებაში ყოფ­ნი­სას ორი ვაჟი შე­­ძი­ნათ. რო­გორც პრო­ცეს­ზე ჯაბნი­ძის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა გა­ნაცხადა, მი­სი კლი­ენ­ტი და გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი  გარ­კვე­­ლი უთანხმოების გათ­ვა­ლის­წი­ნებით, ამ ეტაპ­ზე ცალ-ცალ­კე ცხოვ­რობენ.  სა­ჩი­ვარ­ში და­ფიქ­სი­რებულ მოთხოვ­ნას ჯაბნი­ძის ად­ვო­კა­ტი იმით ასაბუთებდა, რომ მა­მუ­კა გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი პი­რუტყვსა და სახნავ-სა­თეს მი­წას ფლობდა. ამი­ტომ,  150 ლა­რის გა­დახდა არ გა­­ჭირ­დებოდა. 

„დღე­­სათ­ვის 150 ლა­რი სა­არ­სებო მი­ნი­მუ­მი­ა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნ­და დაკ­მაყოფილ­დეს ჩვე­ნი მოთხოვ­ნა. გა­ვა­შე­ლიშ­ვილს ჰყავს პი­რუტყვი. მას ბავ­შვების­თვის არა­ფე­რი გა­­კე­თებია და თა­ვის­თან არც არას­დროს ჰყოლი­ა," - გა­ნაცხადა ჯაბნი­ძის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა.

მო­წი­ნა­აღ­მდე­გე მხარის, მა­მუ­კა გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის თქმით, ის არც ზეს­ტა­ფო­ნის რა­­­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს გა­დაწყვე­ტი­ლებას ეთანხმებოდა, თუმ­ცა მი­სი გა­სა­ჩივ­რების ფი­ნან­სუ­რი შე­საძ­ლებლობა არ ჰქონ­და. გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლი პრო­ცეს­ზე ად­ვო­კა­ტის გა­რე­შე იმყოფებოდა. მან იმ მი­ზე­ზების ახსნა სცა­და, რო­მელ­თა გათ­ვა­ლის­წი­ნებით, მის­თვის 30 -30 ლა­რის გა­დახდაც სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენ­და.

მა­მუ­კა გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლის მტკი­ცებით,  ის  სო­ცი­ალუ­რად და­უც­ველ პირ­თა ბაზა­ში იყო რე­გის­ტრი­რებული. მი­წის ნაკ­ვე­თი ნამ­დვი­ლად გა­აჩ­ნდა,  თუმ­ცა უსახსრობის გა­მო ვერ ამუ­შა­ვებდა. შე­საბამი­სად, გა­ვა­შე­ლიშ­ვი­ლების  ოჯახის არ­სებობის ერ­თა­დერთ წყაროს 30-ლა­რი­­ნი შემ­წეობა წარ­მო­ად­გენ­და. მო­პა­სუხემ ჯან­მრთე­ლობას­თან და­კავ­ში­რებულ პრობლე­მებზეც გა­­მახვი­ლა ყურად­ღება და აღ­ნიშ­ნა, რომ სმე­ნა და მხედ­ვე­ლობა დაქ­ვე­­თებული  ჰქონ­და.

მო­სა­მარ­თლემ პრო­ცე­სის მსვლე­ლობისას  მხარეებს მო­რი­გება შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა მათ უა­რი გა­ნაცხადეს. რო­გორც გა­ირ­კვა, გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­თან 14-წლი­­ნი თა­ნაცხოვრების შემ­დეგ  მზე­ვი­ნარ ჯაბნი­ძემ მე­­რე ოჯახი შექ­მნა და თა­ვი­სი შვი­ლებით მე­­რე ქმრის სახლში გა­და­ვი­და საცხოვ­რებლად.

„მე ვარ სო­ცი­ლუ­რად და­უც­ვე­ლი. არა­ნა­­რი სა­მუ­შაო არ მაქვს. ბავ­შვები მიმ­დი­ნა­რე წლამ­დე ჩემ­თან იყვნენ და 78 ლა­რით ვარ­ჩენ­დი მათ. შემ­დეგ წაიყვა­ნა დე­და­მის­მა. ბავ­შვებია­ნად გათხოვ­და. ქმა­რი ჰყავს და თა­ვის ქმრი­­ნად შე­ვუ­რიგ­დე?  გარ­და ამი­სა, ჩე­მი ყოფი­ლი ცო­ლი იმ 400 დო­ლა­რის ამო­ღებით და­მე­მუქ­რა, რო­მე­ლიც ად­ვო­კა­ტის მომ­სახურების­თვის დახარჯა," - გა­ნაცხადა მა­მუ­კა გა­ვა­შე­ლიშ­ვილ­მა.

მო­სა­მარ­თლემ ჯაბნი­ძის სა­­პე­ლა­ციო სა­ჩი­ვა­რი არ და­აკ­მაყოფი­ლა. უა­რის მი­ზე­ზად კი გან­მარ­ტა, რომ აპე­ლან­ტმა ვერ შეძ­ლო პრო­ცეს­ზე თა­ვი­სი მოთხოვ­ნის გა­მამყარებელი მტკი­ცებულებების წარ­მოდ­გე­ნა.

ანა­ლო­გი­­რი მოთხოვ­ნის იყო მე­­რე პრო­ცე­სი, რო­მე­ლიც ამა­ვე სა­სა­მართ­ლო­ში შედ­გა

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე