|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების ხელში ჩავარდნილი გოგონები მასობრივად თავს იკლავენ

ერაყელი ქურთი-იეზიდი ქალები, რომლებიც "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების ხელში ჩავარდნენ, მასობრივ თვითმკვლელობას მიმართავენ. ქურთულმა გამოცემამ Rudaw გასულ კვირას სამი გოგონას ამბავი გამოაქვეყნა, რომლებიც ექსტრემისტებმა გაიტაცეს და გააუპატიურეს. მთაზე არსებულ ქურთულ ბანაკში დაბრუნების შემდეგ, სამივემ თავი მოიკლა.

გარდაცვლილი გოგონების დედის თქმით, მათ ვერ გაუძლეს ამ უბედურებას, ისინი თანამორწმუნეებს სთხოვდნენ მოეკლათ, რაც ვერავინ გაბედა და ბოლოს სამივე კლდიდან გადავარდა.

ბრიტანული გამოცემის Daily Mail ცნობით, ამ ეტაპზე "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების ტყვეობაში ათასზე მეტი ქალი იმყოფება. ტერორისტები მძევლებს იძულებულს ხდიან დაემორჩილონ მათ და მათი ცოლები გახდნენ.

ერაყის მოვლენების თვითმხილველები აცხადებენ, რომ ექსტრემისტები კლავდნენ მამაკაცებს, ხოლო ახალგაზრდა ქალები თან მიყავდათ. უფრო ხშირად ტერორისტები იეზიდ ქალებს სატვირთო მანქანებში აუპატიურებდნენ. ორი კვირის განმავლობაში ჩრდილოეთ ერაყში, ისლამისტებმა გაიტაცეს სამი ათასი გოგონა, ხოლო ასობით ადამიანი, რომელმაც უარი თქვა ისლამის მიღებაზე, ადგილზე დახვრიტეს.

ერაყისა და სირიის დაპყრობილ ტერიტორიაზე, "ისლამურმა სახელმწიფომ" "ისლამური ხალიფატი" ივნისის ბოლოს გამოაცხადა.

ერთი კვირის წინ, ამერიკის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში, საჰაერო იერიში მიიტანა ტერორისტების პოზიციებზე. ქურთი მებრძოლების მხარდაჭერით, მათ მოახერხეს ბლოკადის გარღვევა, რომელშიც ისლამისტებმა ეზიდები მოახვედრეს.

info9.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა