|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანალიზის გარეშე როგორ გავიგოთ, აკლია თუ არა იოდი ბავშვის ორგანიზმს?!

იოდდეფიციტის შემთხვევათა სტატისტიკა საქართველოში საკმაოდ მაღალია. რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, ზემო აჭარა, კახეთი და ზემო იმერეთი უმძიმესი ენდემური კერები გახლავთ. 
ენდემურს ისეთ ზონას უწოდებენ, სადაც ბავშვებში ჩიყვის გავრცელება 5%-ს აღემატება. ასეთი კერები მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია. ბავშვებში ეს მოვლენა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას იწვევს. 
როგორ უნდა გავიგოთ, აკლია თუ არა ბავშვის ორგანიზმს იოდი? ამის დიაგნოსტიკისთვის საკმაოდ მარტივი ხერხი არსებობს. ექიმთან ან ლაბორატორიაში წასვლაც არ მოგიწევთ.
გაუკეთეთ ბავშვს იოდის "კლეტკა" ბარძაყის შიდა მხარეს. 
 `თუ 3 საათში იოდის კვალი გაქრა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს. უკიდურეს შემთხვევაში - პედიატრს. ეს აშკარა იოდდეფიციტზე მიუთითებს, რომელსაც მკურნალობა სჭირდება.
* თუ იოდის კვალი 6-8 საათის განმავლობაში შენარჩუნდა, ესე იგი მისი ნაკლებობა ჯერ არც ისე სერიოზულია. ამ პრობლემის აღმოფხვრა დიეტითაც შესაძლებელია - გაზარდეთ მენიუში ზღვის პროდუქტების წილი, მიირთვით ბევრი თევზეული და გამოიყენეთ იოდირებული მარილი.
* სრულიად ჯანმრთელ ადამიანებს, რომლებსაც იოდის ბალანსი სრულად შენარჩუნებული აქვთ, სხეულზე დატანილი იოდის კვალი მხოლოდ 24 საათის მერე უქრებათ. თუ ამ უკანსკნელთა ჯგუფში აღმოჩნდით, ძალიან გაგიმართლათ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს თევზეული, იოდირებული მარილი სისტემატურად აღარ შესთავაზოთ. პროფილაქტიკისთვის ეს პროდუქტები აუცილებელია. თევზში კიდევ ერთი სასარგებლო ნივთიერება - ცხიმმჟავები შედის, რომლებიც ბავშვის ჯანმრთელობაში უდიდეს როლს ასრულებენ. 

mshoblebi.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა