|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსეთში შესაძლებელია ამერიკული ფილმების ჩვენება აიკრძალოს

„სრულიად რუსეთის სახალხო ფორნტის“ წარმომადგენლები, რეჟისორები სტანისლავ გოვორუხინი და იური კარა რუსულ კინოგაქირავებაში ამერიკული ფილმების ჩვენების აკრძალვის წინადადებით გამოვიდნენ.

ვლადიმერ პუტინთან დაახლოებულმა პირმა კარამ განაცხადა, რომ „ იმ დრომდე სანამ არსებობს აშშ-ს სანქციები,  უნდა აიკრძალოს ყველა ამერიკული ფილმი რუსულ კინოთეატრებში. იგივე შეიძლება გაკეთდეს ტელევიზიებში, ყოველ შემთხვევაში შეიძლება მათი გაფრთხილება, დამუქრება“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს ზომები შეიძლება გამოდგეს რუსული კინოს სასიკეთოდ, ამ აკრძალვას შეუძლია გაზარდოს კინოგაქირავებაში რუსული ფილმების რაოდენობა.
ცენტრალური შტაბის თანათავმჯდომარე გოვორუხინიც  მსგავსი წინადადებით გამოდის. „კარგი იქნება, თუკი ამერიკულ კინოს შევზღუდავათ რუსულ ეკრანებზე“, - აღნიშნა მან.

გოვორუხინის ერთ- ერთ ინიციატივას გოსდუმმამ უკვე დაუჭირა მხარი. სწორედ  გოვორუხინი ხელმძღვანელობდა ჯგუფს, რომელიც გამოვიდა ინიციატივით მხატვრულ ნაწარმოებებში უცენზურო ლექსიკის აკრძალვის შესახებ. გოსდუმამ ეს კანონი დაამტკიცა.

კარა/გოვორუხინის ამ წინადადებას მოწინააღმდეგეებიც გამოუჩნდნენ. ოპონენტთა აზრით ამ წინადადების გასვლის შემთხვევაში რუსეთში ყველა კინოთეატრი დაიხურება და ვერ იმუშავებს. თანაც „ფილმების აკრძალვა ნაციონალური ნიშნით ეს რასიზმია“,- მიაჩნიათ  კინოთეატრების ალიანსის წარმომადგენლებს და კინოპროდიუსერებს.
mail.ru

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა