|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ევექსის სასწავლო ცენტრში ტრენინგს ჰარვარდისა და ბოსტონის უნივერსიტეტის ექსპერტები ჩაატარებენ

ქუთაისში, "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" სასწავლო ცენტრში 29 სექტემბერიდან 1–ლი ოქტომბრის ჩათვლით ტრენინგი თემაზე, "გუნდური მუშაობის პრინციპები  სამეანო და ნეონატალური მდგომარეობების მართვაში" ჩატარდება. ტრენინგი საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ხორციელდება და მას ორგანიზებას უწევენ ჯონ სნოუ ინკ- და "სამედიცინო კორპორაცია ევექსი".

აღნიშნულ ტრენინგს გაუძღვებიან ჰარვარდის სამედიცინო სკოლისა და ბოსტონის უნივერსიტეტის ექსპერტები ნეონატოლოგი, ჟანეტ ლოიდი და მეანი, მელოდი ეკარდტი. 

სასწავლო კურსი მიზნად ისახავს გუნდური მუშაობის პრინციპების გაცნობასა და დანერგვას სამეანო და ნეონატალურ პრაქტიკაში, რაც აძლიერებს პაციენტის უსაფრთხოებას, აუმჯობესებს გუნდის დინამიურობას და მის ფუნქციონირებას კრიტიკული მდგომარეობების მართვისას. ეს  თავის მხრივ ემსახურება სამედიცინო მომსახურების ხარისხისა და სამეანო-ნეონატალური გამოსავალის გაუმჯობესებას.

"ტრენინგი მსმენელებს დაეხმარება გუნდური მუშაობის პრინციპების შემუშავებაში. მნიშვნელოვანია, რომ პაციენტების უსაფრთხოებისთვის ჩართული იყოს როგორც ექიმები, ასევე ექთნები და სხვა სამედიცინო პერსონალი," - აღნიშნა მეანობის დარგის ექსპერტმა, მელოდი ეკარტმა.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მიერ ორგანიზებული ტრენინგი გამიზნულია ქსელის სამეანო-ნეონატალური სამსახურის წამყვან მეანების

ნეონატოლოგების, ანესთეზიოლოგების,ბებიაქალების, საოპერაციო (სამეანო) მედდების და

ნეონატალური მედდებისათვის.

"ამერიკელი კოლეგები გვეხმარებიან იმაში, რომ ავაწყოთ უფრო თანამედროვე სისტემები, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ სტანდარტები იყოს ისეთ მაღალ დონეზე, რაზეც მუშაობენ მსოფლიოს წამყვანი კლინიკები," - განაცხადა "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფხაკაძემ. 

ტრენინგზე განხილული იქნება  სამედიცინო პრაქტიკაში არსებული  სისტემური პრობლემებდა მათი მოგვარების გზები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინსტრუმენტები 

ასევე, მოხდება გართულებული სამეანო და ნეონატალური შემთხევების სიმულაცია გუნდური პრინციპების გამოყენებით.

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა