|
  • EUR 1 = GEL 3.4655
  • USD 1 = GEL 3.06
|

მანანა მენაბდის „საპოვნელა“ ქუთაისში

  ქუთაისის  ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში მანანა მენაბდის კონცერტი გაიმართა.

მუსიკოსის რეპერტუარში  დები იშხნელების სიმღერები ჭარბობდა.   მომღერალმა კარგად ნაცნობი ჰიტების ახლებური  ვერსიები შეასრულა.  მუსიკოსს  აკომპანიმენტს  ქუთაისური ინსტრუმენტალური ჯგუფი „სამი-ზნე“  და ნიკა ნიკვაშვილი უწევდნენ.  მანანა მენაბდემ   მსმენელს საკუთარი  იგავ-არაკებიც  წაუკითხა.

ხელოვანის  შემოქმედებამ  აუდიტორის    მოწონება   დაიმსახურა. "Newpress.ge"-სთან საუბარში  მაყურებელმა  მარიტა ტყეშელაშვილმა  განაცხადა:  არასდროს,  არც ერთ კონცერტზე მსგავსი ემოცია  არ ქონია.   როდესაც მას უსმენ,  შეუძლებელია, ყურადღება სხვა რამეზე  გადაიტანო, მთლიანად  გადადიხარ  მის  სამყაროში.  ვფიქრობდი,  რა მდიდრები  ვართ, რომ ასეთი დონის არტისტ გვყავს.

 დები იშხნელების შთამომავალი  კი   საღამოს წარმატებას ქუთაისელ მაყურებელს უმადლის:  "ეს შემაძლებინა  ბაგრატის  ტაძარმა  და  ქუთაისმა"-აღნიშნა მან.  

მანანა მენაბდე, რომელიც ხელოვნების რამდენიმე მუზას  ემსახურება,   ერთ-ერთი პირველი ქალი იყო  საქართველოში,  რომლემაც 70-იან წლებში,  კონცერტის დროს,  სცენაზე შარვალი ჩაიცვა.  მომღერლის ამ "ეპატაჟურ" საქციელს,  მაშინდელ,  კომუნისტურ  საზოგადოებაში დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა.

   ამჟამად  მომღერალი  უცხოეთში მოღვაწეობს.

 

ავტორი: თამარ რაზმაძე