|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„გოგონა მხატვრის სახით“

ქეთი მუკბანიანი  ქვემო სვანეთში, ლენტეხში, სოფელ ჭველიერში ცხოვრობს. იზრდებოდა შვიდსულიან ოჯახში, მოგვიანებით მერვე წევრიც შეემატათ, უმცროსი ძმა, რომლებსაც მშობლებმა ძველი სვანური სახელი, მირანგულა დაარქვეს.  თვლის, მორწმუნე ოჯახში დაიბადა,  თუმცა ეს"მორწმუნეობა" თავისებური იყო, რადგან მის ბავშვობაში სოფელში წირვა-ლოცვა  არ აღევლინებოდა და ეკლესიებში ეგრეთწოდებული „სტაროსტები“ მსახურობდნენ.“სტაროსტები“,  კომუნისტების დროს,   გარკვეულწილად მღვდლის ფუნქციას ასრულებდნენ. პატრონობდნენ მიტოვებულ ეკლესიებს და  სვანური განმარტებით, “მუმზურაალს“ ანუ დამლოცველებს წარმოადგენდნენ. 

 ქეთი ამბობს, რომ  უდარდელი ბავშვობა ჰქონდა, მაგრამ  მაინც "მტირალა" ყოფილა: " სულ ვტიროდი ხოლმე და სილაში თამაშით დამტვერილ ხელებს სახეზე ვისვამდი, ამიტომ სახე სულ მოხატული მქონდა“. ხატვაც   ბავშვობიდან დაიწყო,  თუმცა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში უჩნდება ხატვის სურვილი:   „ შეიძლება, სულ უბრალოდ მომინდეს ხატვა,  ან რაიმე შემთხვევამ მიბიძგოს: მაგალითად, ერთხელ გზად მიმავალი ალკოჰოლიკი დავინახე, მაღალი, გამხადრი, ლოყებჩაცვენილი, სახეზე სასმელისგან მოლურჯო ფერი გადაჰკრავდა, ნელ-ნელა მიირწეოდა,  რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს ადამიანი საოცრად მარტოსული იყო, სახლში მივედი და დავხატე ....  სევდიანი  და საინტერესო ნახატი გამომივიდა.

 

იხსენებს, რომ სკოლაში ხატვას ხეირიანად არ ასწავლიდნენ, ამ საგნის მიმართ არასერიოზული დამოკიდებულება არსებობდა, ამიტომაც თავისი ბავშვური ჭკუით მიიჩნია  რომ მხატვრობა  უპერსპექტივო საქმე იყო და სწავლა სხვა მიმართულებით განაგრძო.

თავისი ოცნება დიდ მხატვრობაზე საკუთარი ოთახის კედლებზე გაკრულ ნახატებში დაატია, თუმცა სინანული მაინც იპყრობს და ამბობს, ეს საქმე პროფესიულად რომ შეესწავლა, უფრო მეტის გაკეთებას  შეძლებდა და შესაძლოა მხატვრობაში თავისი განსაკუთრებული სიტყვაც კი ეთქვა.   

 

ხატვას მაინც აგრძელებს,  ხატავს ფანქრით, ძირითადად პორტრეტებს, ხან რეალურს, ხანაც გამოგონილს- აუცილებლად ლამაზს, ხშირ შემთხვევაში,  სევდიანს. ხატავს  პეიზაჟებს, საკუთარი სოფლის ხედებსა და   წიგნების პერსონაჟებსაც კი.

სამხატვრო აკდემიაში გარკვეული მიზეზების გამო ვერ  ჩააბარა. ახლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქართული ენისა ლიტერატურის ფაკულტეტის  მესამე კურსის სტუდენტია და ხატვისგან განსხვავებულ პროფესიას ეუფლება. თუმცა ზოგჯერ ლექციაზე წერის ნაცვლად ხატავს. 

რამდენიმე წუთი დამჭირდა ჩემი ლექტორის დასახატად.  ბატონი ომარ გვეტაძე დავხატე ჩუმად.  მაშინ  ვერ ვაჩვენე, მერეც სხვებმა   მიუტანეს ნახატი და მადლობა გადაგიხადაო მითხრეს.  გამიხარდა რა თქმა უნდა“- ამბობს ქეთი.

 „გოგონა მხატვრის სახით“ გავხდი პირველ კურსზე. ეს ამბავიც  ლექციას და პროფესორ ტარიელ ფუტკარაძეს უკავშირდება.  ერთ-ერთ ლექციაზე ადამიანის სახის დახატვა ითხოვა. მე გამოვედი და დაფაზე ცარცით დავხატე, სინამდვილეში ის ძალიან პრიმიტიულ ნახატს ითხოვდა, მე კიდევ  ძალიან  „მოვინდომე“. ხატვა რომ დავასრულე, მან  მკითხა  მხატვარი ხარო,  მე ვუპასუხე, რომ არა. მაშინ მან შემარქვა „გოგონა მხატვრის სახით“. ჩემთვის ეს სიტყვები განსაკუთრებული აღმოჩნდა.  ესაა ჩემი სტატუსი, რომელიც ძალიან მომწონს და შეიძლება ითქვას,  მემამყება“.

 

„გოგონა მხატვრის სახით“  მგალობელიცააა. გალობა ბავშვობაში ისწავლა.  ის, რომ ახლა საგალობლებს არულებს, თავის უფროს მეგობარს, თინათინ მუკბანიანს უმადლის, რომელმაც ტაძარში მიიყვანა  და ამ მადლს აზიარა.

 

„სიცოცხლის ბოლომდე მისი მადლიერი ვიქნები. რა გრძნობა მეუფლება ამ დროს? ესაა, რომ მოწყდე გარესამყაროს, ამის სიტყვებით ვერ გადმოვცემ, ეს უნდა იგრძნო“. 

 

ქეთი მუკბანიანი ძველ სვანურ სიმღერებსაც ასრულებს. ახლახანს  ის და მისი მეგობრები სვანეთის დოკუმენტურ ფილმში კულტურულ საგანძურის შესახებ  გადაიღეს. ქეთიმ და მისმა მეგობრებმა სვანური „ნანა დიაშ დარჯოლი“ და „ლაჟღვაში“ შეასრულეს.

 

 ერთადერთი ადგილი, "სადაც თავი ისეთი უხარია, როგორიც არის", მისი მეგობრებია. 

ყველა მისი ოცნება და კეთილი სურვილი, მის სოფელს ჭველიერს უკავშირდება. სადაც ისევე,  როგორც ყველა მაღალმთიან სოფელში, მოსახლეობის მიგრაცია აქტუალური პრობლემაა.

„ეს პროცესი ჯერ კიდევ ჩემს დაბადებამდე დაიწყო, ყველასთვის ცნობილია, სვანეთში მომხდარი დიდი სტიქიის შესახებ, რომელსაც მრავალი ადამიანი შეეწირა. ამის შემდეგ ხალხმა ინტენსიურად დაიწყო გადსახლება. თუმცა მოსახლეობის წასვლის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ცივი კლიმატური პირობები, უფრო მეტად კი ეკონომიკური პრობლემებია. მინდა რომ სოფელი არ დაიცალოს და იქ მცხოვრებ ბავშვებს ლამაზი ცხოვრება ჰქონდეთ.“ 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა